სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი“-სისხლის დონორის...

„ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი“-სისხლის დონორის მსოფლიო დღე

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა.

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სპეციალურ კამპანიას შეუერთდა – ცენტრის წარმომადგენლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

უსაფრთხო სისხლის მნიშვნელობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ. მისი თქმით, 2011 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის, სისხლის უსაფრთხო მარაგების შექმნას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, ყოველწლიურად იმატებს დონორთა რაოდენობაც და 2023-2024 წლებში, ეს მაჩვენებელი 62 000 – 63 000-ს აღემატებოდა.

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2004 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სამუშაოს მაძიებელთა, ისე კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights