სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროპროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების...

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

გამოცდები არსებული, მოქმედი წესების შესაბამისად გაიმართება. რეგისტრაციის ტექნიკური საკითხები, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

პროფესიული განვითარების საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრმა აღინიშნა, რომ დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მიმართულებით რეფორმაზე მუშაობა გრძელდება, რათა შემდეგი ეტაპი განხორციელდეს დახვეწილი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული სისტემის საშუალებით. ცვლილებები საგამოცდო ტესტების დახვეწასა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას მოიცავს, რაც კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექიმის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეფორმის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს საბჭოს წევრმა ექიმებმა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ყურადღება გაამახვილა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პროგრამებზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights