ორშაბათი, ივნისი 16, 2025
მთავარიშენი ექიმისაქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დამხმარე ტექნოლოგიების ეკოსისტემის გასაძლიერებლად

საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დამხმარე ტექნოლოგიების ეკოსისტემის გასაძლიერებლად

საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დამხმარე ტექნოლოგიების ეკოსისტემის გასაძლიერებლად.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ჯანდაცვის ეროვნული პარტნიორებისა და გლობაlური ინიციატივა ATscale-ს მხარდაჭერით მუშაობს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მათთვის საჭირო დამხმარე საშუალებებზე, შეძლონ დამოუკიდებლად და ღირსეულად ცხოვრება და სრულფასოვნად ჩართვა საზოგადოებრივ სფეროში.
ამისათვის:
ჩატარდა მდგომარეობის შეფასება და განისაზღვრა ქვეყნის ძირითადი მიმართულება
გაუმჯობესდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ სერვისების მიწოდება
ჩატარდა ტრენინგები დამხმარე საშუალებების შესახებ ექიმებისთვის, რასაც მონიტორინგი მოჰყვა
მოხდა გადაადგილების საშუალებების შესყიდვა პრაქტიკული გამოყენებისთვის
გაიმართა პოლიტიკის დიალოგი სმენისა და მხედველობის შესახებ
ჩამოყალიბდა პრიორიტეტული დამხმარე საშუალებების სპეციფიკაციები.
დამხმარე საშუალებების მსოფლიო დღეს ვუერთდებით Unlock The Everyday კამპანიას და კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ ინკლუზიური, ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემების შექმნას, სადაც არც ერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა.
@ATscale, the Global Partnership for Assistive Technology
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  იმუნოთერაპია ფილტვის კიბოს მკურნალობაში - მნიშვენლოვანი მიღწევები და პერსპექტეივები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights