პრობლემის აქტუალობა და მსოფლიოში მარილის მოხმარების სიტუაციური მიმოხილვა
მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა, მსოფლიოს მოსახლეობის 75% მოიხმარს რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს.
მსოფლიოში 2,3 მილიონი კარდიული სიკვდილი უკავშირდება მარილის ჭარბ მოხმარებას, მ.შ. 1 მილიონი შემთხვევა აღწერილია 69 წლის და უფრო დაბალ ასაკობრივ
კატეგორიში.
ამერიკის გულის ასოციაციის 2010 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 10
ადამიანიდან ერთი კვდება კვების რაციონში ჭარბი მარილის არსებობის გამო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გულის კორონარული
ინციდენტების, ინსულტისა და სხვა კარდიო-ვასკულური პათოლოგიებისა 15%
მსოფლიოში არის ასოცირებული მარილის ჭარბ მოხმარებასთან, მ.შ. სიკვდილის
შემთხვევების დიდი ნაწილი მოდის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე.
არტერიული ჰიპერტენზია არის მიზეზი 13%-ში სიკვდილობისა,ზოგადი
სიკვდილობის სტრუქტურაში. პოპულაციაში სუფრის მარილის მოხმარების მაჩვენებელი,
განიხილება მნიშვნელოვან დეტერმინანტად არტერიული წნევის დონისა და არტერიული
ჰიპერტენზიის რისკის მხრივ. აღნიშნული კავშირი სწორხაზოვანი და პროგრესირებადი
ხასიათისაა და ინდივიდებში სუფრის მარილის მოხმარების შემცირება მოიაზრება,
როგორც მნიშვნელოვანი ინტერვენცია არტერიული წნევის დონის დაქვეითების,
ანტიჰიპერტენზიული ფარმაკოლოგიური თერაპიის ეფექტურობის გაზრდისა და
ზოგადად, კარდიო-ვასკულური რისკის დაქვეითების მიზნით.
მარილის ჭარბი მოხმარება ასოცირებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსა და
მდგომარეობებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზული ცვლილებები, კუჭის კიბო, თირკმლის
ქრონიკული დაავადებები, მ.შ. თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ზოგადი სიმსუქნე, ის
ამძიმებს მენიერის დაავადების, ასთმის, ალც-ჰაიმერის დაავადებისა და დიაბეტის
სიმპტომატიკას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა განხორციელდეს
ქვეყნების ზოგად პოპულაციებში მარილის მოხმარების შემცირების ხარჯთეფექტური
სტრატეგია, როგორც ე.წ. ,,Best Buy’’ მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით (მოხმარების რეკომენდებული დოზა 5 მგ/დღეში მარილი ანუ მიახლოებით 2 გრამი Na). ,,Mapping salt reduction initiatives in the WHO Europian Region’’ – 2013 წლის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ტიპის ინტერვენციით, იგულისხმება მარილის მოხმარების დაქვეითება 5 გრამზე ნაკლები დღეში, მცირდება ინსულტის რისკი 23%-ით, კარდიო-ვასკულურ დაავადებათა სიხშირე 17%-ით. ევროპული პოპულაციის მარილის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 8–11 გრ/დღეში. ამ რაოდენობის დაახლოვებით 75% არის „დაფარული“ ნახევარფაბრიკატებში, სწრაფი კვების პროდუქტებში (ე.წ. snacks), პურსა და ყველში. ევროპის რეგიონის ქვეყნების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული 2025 წლისათვის მარილის მოხმარების მაჩვენებლის 30%-ით შესამცირებლად.
აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილია ევროპული ქვეყნების მარილის მოხმარების
პოპულაციური მაჩვენებლები, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წელს არის
4 დაფიქსირებული თურქეთში – 18 გრ/დღ, ჩეხეთში – 16 გრ/დღ კაცებში, 10 გრ/დღ
ქალებში, ბულგარეთში – 14,5 გრ კაცებში და 12,5 გრ ქალებში, პოლონეთში – 11,5 გრ/დღ და ა.შ., ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ისრაელში – 2,8 გრ/დღ. პოსტსაბჭოთა სივრცის პოპულაციათა მარილის მოხმარების მაჩვენებლები ამ დოკუმენტში არ არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა (მაგ. ესტონეთი – 10 გრ/დღ, ლატვია – 7 გრ/დღ). ამ მონაცემთა საფუძველი არის ქვეყნებში განხორციელებული კვლევები შარდში ნატრიუმის ექსკრეციის განსაზღვრის მიზნით. ბრიტოვისა და თანაავტორების მიერ, 2009 წლის პუბლიკაციაში ,,წინააღმდეგობები და მათი გადაწყვეტის გზები, იოდდეფიციტისა და არტერიული ჰიპერტენზიის ფედერალური პროგრამებით’’, მოყვანილია მოსკოვის პოპულაციის მარილის მოხმარების მაჩვენებელი – 12,2 გრ/დღ, რომლის 60-70% გასტრონომიულ პროდუქტებზე მოდის.
საქართველოში სუფრის მარილის მოხმარების ამსახველი სიტუაცია და აქტივობები ამ მიმართულებით
გამომდინარე ქართულ პოპულაციაში, ჰიპერტენზიის კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკ-ფაქტორის პრიორიტეტულობისა (48.8% ზოგადი სიკდვდილობის
სტრუქტურაში) მარილის ჭარბი მოხმარების პრიორიტეტულობა ქვეყნის მოსახლეობაში
ეჭვს არ იწვევს.
საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ეპიდემიოლოგიური კვლევები
საშუალებას იძლევა მხოლოდ პოპულაციის ქცევის შეფასებისა, მარილის მოხმარების
მხრივ. ასე მაგალითად 1996-2001 წლებში აჭარის რეგიონში განხორციელებული კვლევის შედეგებით, რეგიონის მოზრდილი მოსახლეობის უკვე გამზადებული საკვების საკუთარ ულუფაზე მარილის დამატების ჩვევა, გვხვდება 56–60%-ში (აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი). 2010 წლის ნუტრიციული კვლევით, ეს ჩვევა გამოვლინდა რეპროდუქციული ასაკის ქალთა შორის 55% (მ.შ. ორსულთა 50%-ში) შემთხვევაში, ხოლო 2011 წელს, გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ქალთა სკრინინგულ კვლევაში 58% შემთხვევაში (საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება). აღსანიშნავია, რომ ამ ჩვევის მქონე პირების ერთი მესამედი, მარილს ამატებს გამზადებულ საკვებს, გაუსინჯავად.
საკითხები, რომელიც ეხება ე.წ. დისკრეციულ მარილს, ანუ მარილს, რომელიც
ემატება საკვების მომზადებისას ან უშუალოდ სუფრასთან, როგორც წესი ორიენტირებულია სიხშირეზე და არა რაოდენობაზე. ხშირად, კულტურული და რეგიონალური თვალსაზრისით, უპირატესობა ენიჭება პროდუქტებსა და სანელებლებს, მარილის მაღალი შემცველობით, როგორიცაა პროდუქტები – რომელთაც ამარილებენ შენახვის მიზნით.
ქვეყნებს არ აქვთ ინფორმაცია მოხმარებული დისკრეციული მარილის შესახებ,
რომელიც საორიენტაციოდ შეადგენს მოხმარებული მარილის დღიური დოზის 15%-ს.
5 საინტერესოა 2008 წლის მარილის კვირეულის ფარგლებში (World Action Salt and
Health-WASH. www.actionsalt.org.uk), საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი
საზოგადოების და სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული
შეფასებითი კვლევა ,,მარილი და ბავშვები’’. პილოტური კვლევა ჩატარდა 6-12 წლის
სკოლის მოსწავლე ბავშვებში და ითვალისწინებდა მათი გათვითცნობიერებისა და
ჩვევების შეფასებას მარილის მოხმარების მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ ბავშვები
ხშირად იკვებებიან სახლისა და სკოლის გარეთ, სწრაფი კვების ობიექტებში, და მათ მიერ დასახელებული ორი საყვარელი საკვები – ფენოვანი ხაჭაპური (150-200 გრამი = 1,5-2 გრამი მარილი) და კარტოფილის ფრი (60 გრამი = 0,9 გრამი მარილი) ჯამში შეიცავს 4 გრამამდე მარილს. აღნიშნული აქტივობა მოყვანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტში, საქართველოს პოპულაციის გათვითცნობიერების პროფილის ღონისძიებებში.
მარილის ჭარბიმოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგია