სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების...

„ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია“-მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი თურქეთის ოჯახისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და მისი მიზანი, არსებული თანამედროვე, გლობალური გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობაა. მიხეილ სარჯველაძემ მინისტრთა პანელში, თემაზე: „ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის ინტეგრირება: ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რაც საქართველოში ოჯახების გაძლიერების მიზნით ხორციელდება.

ჩვენ, ნათლად გვესმის, რომ ძლიერი საოჯახო პოლიტიკა გადამწყვეტია მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის. სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახის მხარდაჭერას მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობასა და ყველა ოჯახისთვის თანაბარ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია. პროგრამა აფასებს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფს მათზე მორგებულ დახმარებას. სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მნიშვნელოვნად, საწყისი 10 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერას და ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას. პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით დაინერგა.

დემოგრაფიული ზრდის წასახალისებლად დავიწყეთ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, სამი ან მეტი შვილის მქონე ოჯახებისთვის დაბალი შობადობის მქონე რეგიონებში. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახები ყოველ ახალშობილზე იღებენ თვიურ დახმარებას. ეს ზომები დემოგრაფიული გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ოჯახების გაძლიერებას ემსახურება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფორუმზე ხაზი გაესვა, რომ გლობალურად დემოგრაფიულმა ცვლილებებმა საგანგაშო დონეს მიაღწია. ახალგაზრდების წილის შემცირების პარალელურად, იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში ართულებს შრომის ბაზრის ფუნქციონირებას. დემოგრაფიული მაჩვენებლების შემცირება ქმნის ახალ გამოწვევებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ სტაბილურობას და მრავალი ქვეყნისთვის სტიმულია, რომ შეიმუშაონ ოჯახთა გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights