გოგა ბერიძე, ორი შვილის მამაა, მისი ისტორია არის ამბავი იმაზე, თუ როგორ აარიდა ოჯახს უმძიმესი ფატალური შედეგი.
მისი შვილის, ნიკოს ისტორია, არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიამ – ამ შემთხვევაში ChatGPT-მ – შეცვალოს ერთი ოჯახის ბედი, მაშინ როცა სამედიცინო სისტემა უმოქმედოა.
ექვს თვემდე ნიკო ვითარდებოდა სრულად ჯანმრთელი ბავშვივით, თუმცა მალევე ყველაფერი შეიცვალა. გოგა თავისი ძალებით ცდილობდა გაეგო, რა სჭირდა შვილს, როცა ექიმები მხოლოდ მოთმინებას და “დაკვირვებას” ურჩევდნენ. საბოლოოდ კი სწორედ ChatGPT-ით მიღებული მითითება გახდა გარდამტეხი, სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა ახსენა პირველად დიაგნოზი: ცისტური ფიბროზი.