კვირა, ივლისი 13, 2025
მთავარიშენი ექიმიმნიშვნელოვანი ცვლილება - ახალი ინიექცია, რომლითაც კიბოს 15 სახეობას განკურნავენ

მნიშვნელოვანი ცვლილება – ახალი ინიექცია, რომლითაც კიბოს 15 სახეობას განკურნავენ

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში კიბოს მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წელიწადში 15,000-მდე კიბოთი დაავადებული პაციენტის მკურნალობა სწრაფი ინიექციით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას the guardian-ი ავრცელებს.

ათასობით პაციენტი შეძლებს იმუნოთერაპიული მკურნალობის მიღებას რამდენიმე წუთში. ინოვაციური მიდგომის ფარგლებში, “ნივოლუმაბის” (ბრენდული დასახელებით Opdivo) საინიექციო ფორმა დამტკიცდა და ის უკვე ხელმისაწვდომია როგორც მკურნალობის ახალი ალტერნატივა.

ახალი მეთოდი მკვეთრად ამცირებს პროცედურის ხანგრძლივობას – ინიექცია მხოლოდ 3-დან 5 წუთამდე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ადრე იმავე მედიკამენტის მიღებას წვეთოვანი გზით დაახლოებით ერთი საათი სჭირდებოდა.

მკურნალობის ეს ფორმა 15 სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიური დიაგნოზისთვის გამოიყენება, მათ შორის:

  • ფილტვის კიბო

  • ნაწლავის კიბო

  • თირკმლის კიბო

  • შარდის ბუშტის კიბო

  • საყლაპავის კიბო

  • კანის კიბო

  • თავისა და კისრის სიმსივნეები

ნივოლუმაბის სწრაფი ინიექცია განსაკუთრებით ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც თერაპიას ყოველ ორ კვირაში ან თვეში ერთხელ იტარებენ. ამასთან, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალი ფორმატი არა მხოლოდ დროს ზოგავს, არამედ საავადმყოფოების დატვირთვას ამცირებს და მეტ პაციენტზე ზრუნვის საშუალებას იძლევა.

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ეს მეთოდი ფართო კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგა. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მას მნიშვნელოვნად პროგრესულად აფასებენ, როგორც პაციენტის კომფორტისთვის, ისე სისტემური რესურსების ეფექტური გამოყენებისთვის.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოში გავრცელდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკები, რომლებიც რამდენიმე წუთში კლავენ - სიტუაცია უკიდურესად მძიმეა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights