ჯანსაღი კვება – ჯანმრთელობის მთავარი გასაღები
ძირითადი რჩევები სწორი (ჯანსაღი) კვებისათვის:
იკვებეთ ბალანსირებულად. მიიღეთ მრავალფეროვანი სურსათი, ამასთან უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეული წარმოშობის სურსათს ცხოველურთან შედარებით.
მიიღეთ მრავალფეროვანი ბოსტნეული და ხილი, სულ მცირე 400 გრამის ოდენობით
დღეში, უმჯობესია ახალი და ადგილობრივი წარმოების. თავი შეიკავეთ ჩაის
მიღებისაგან მაშინ, როცა მიირთმევთ რკინით მდიდარ სურსათს (ბოსტნეული, პარკოსნები და სხვ.), ვინაიდან ჩაი ხელს უშლის რკინის შეთვისებას.
აკონტროლეთ ცხიმების მიღება. შეამცირეთ ცხიმიანი სურსათის მოხმარება და
უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცხიმებს (ზეთებს) ცხოველურთან შედარებით.
მიირთვით ნაკლებცხიმიანი რძე და რძის პროდუქტები მარილის დაბალი შემცველობით.
დღეში რამდენიმეჯერ მიირთვით პური, მარცვლოვანი პროდუქტები, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი.
შეცვალეთ თქვენს მენიუში – ცხიმიანი ხორცი და ხორცის ნაწარმი უცხიმო ხორცით,
თევზით, შინაური ფრინველის ხორცით ან ლობიოთი და სხვა პარკოსნებით.
მაქსიმალურად შეამცირეთ ალკოჰოლური სასმელების მიღება, Dდღეში ალკოჰოლის 20 მგმდე შეზღუდვით.
შეინარჩუნეთ თქვენი სხეულის წონა რეკომენდებულ საზღვრებში (მოზრდილებისათვის სხეულის მასის ინდექსი – 18.5-25 და წელის გარშემოწერილობა 80 სმ-ზე ნაკლები ქალებისათვის და 94 სმ-ზე ნაკლები მამაკაცებისათვის) ყოველდღიური ზომიერი ფიზიკური აქტივობის გზით (არანაკლებ 30 წთ უწყვეტი სეირნობით დღეში, რეგულარულად)
აირჩიეთ სურსათი, რომელიც შეიცავს ნაკლები რაოდენობით მარილს. Nნუ დაამატებთ
მომზადებულ კერძს მარილს. შეზღუდეთ მისი მიღება 5 გრამამდე დღეში (კერძის მარილის ჩათვლით). Mმოიხმარეთ მხოლოდ იოდირებული მარილი.
შეარჩიეთ სურსათი, რომელიც შეიცავს ნაკლები რაოდენობით შაქარს, ნაკლებად მიიღეთ რაფინირებული შაქარი და ტკბილეული, შეცვალეთ ტკბილი სასმელები
კეთილხარისხოვანი წყლით.
მოამზადეთ კერძები ჰიგიენური წესების დაცვით. შეინახეთ სურსათი უსაფრთხო
პირობებში.
მაქსიმალურად შეუწყეთ ხელი მხოლოდ (ექსკლუზიურ) ძუძუთი კვებას 6 თვის ასაკამდე და შემდეგ 2 წლის ასაკამდე დამატებით კვებას ძუძუთი კვებასთან ერთად.
კვება ერთ-ერთი სასიამოვნო მოვლენაა, რომლის ხასიათი დამოკიდებულია
ტრადიციებზე, კულტურაზე და გარემო პირობებზე. ადამიანები იკვებებიან მადის და
შესაძლებლობების შესაბამისად. მოიხმარენ იმ სურსათს, რომლსაც ისინი ანიჭებენ
უპირატესობას.
კვება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის მიერ დახარჯულ ენერგიას, რომელიც
დამოკიდებულია ზრდაზე, ასაკზე, სხეულის მასაზე, ცხოვრების პირობებზე, საქმიანობის
სახეობაზე, კლიმატზე, ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე (ფეხმძიმობა, მეძუძურობა).
საკვები ნივთიერებების განსაზღვრულმა რაოდენობამ და პროპორციამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. სურსათი უნდა იყოს უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უნდა განაწილდეს სწორად დღის განმავლობაში. დღესაც თანამედროვედ ჟღერს ჰიპოკრატეს სიტყვები: ,,დაე თქვენი კვება იყოს თქვენი მედიცინა, და თქვენი საკვები – თქვენი წამალი”.
ეჭვგარეშეა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია სწორ, ბალანსირებულ კვებაზე.
ადეკვატური კვებით შესაძლებელია მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, კარდიოვასკულური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები, იოდის და სხვა მიკრონუტრიენტების დეფიციტით გამოწვეული დარღვევები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე, კარიესი და სხვ.) თავიდან აცილება, რომელთა ხვედრითი წილი მსოფლიოში საერთო სიკვდილიანობის დაახლოებით 60%-ს შეადგენს.
რას წარმოადგენს სწორი (ჯანსაღი) კვება და როგორ მივაღწიოთ მას?
არსებობს სწორი კვების პრინციპები, რომელთა დაცვაც სწორად არეგულირებს ადამიანის კვებას.
ანუ განსაზღვრავს იმ სასურსათო პროდუქტებს და დღიური მიღების იმ ნორმებს, რომელიც, უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიის და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) საჭირო რაოდენობით და ამავე დროს უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.