სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროგანიხილეს საქართველოსა და ჯანმოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები -...

განიხილეს საქართველოსა და ჯანმოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები – მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჯანმოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. განსაკუთრებით აღინიშნა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით განხორციელებული ერთობლივი ინიციატივები.

ჯანდაცვის მინისტრმა ტედროს ადანომ გებრეისუსთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის მნიშვნელობას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს ჯანმოს სახელით მადლობა გადაუხადა ქვეყნის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, მათ შორის – მალარიის ელიმინაციაში მიღწეული შედეგისთვის.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიმართული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights