პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა: გასახდომი ინიექციები და ბარიატრიული ქირურგია სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებენ

კვლევა: გასახდომი ინიექციები და ბარიატრიული ქირურგია სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებენ

გასახდომი ინიექციები ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს – ასეთ დასკვნამდე ისრაელელი მეცნიერები მივიდნენ.

სპეციალისტებმა ჭარბი წონის მქონე 6 ათასი ადამიანის ისტორია შეისწავლეს, რომლებსაც მანამდე ონკოლოგიური დაავადება არ ჰქონიათ. ამ პაციენტებმა ან ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთეს, ან გასახდომ პრეპარატებს იყენებენ, რომლებიც ორგანიზმში შაქრის დონეს ამცირებს და ადამიანს დანაყრების გრძნობას უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ბარიატრიული ქირურგია კიბოს განვითარების რისკს 30-42%-ით ამცირებს. წონის შესამცირებელი პრეპარატები მეტი ეფექტიანობით სარგებლობს – თითქმის 50%-მდე. კვლევის ავტორები ამას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ინიექციები ანთებით პროცესებს ამცირებს, რაც ონკოლოგიის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სტატინები ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე გვგონია — რას ამბობს The Lancet-ის მასშტაბური ანალიზი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights