ახალშობილებში პროცესი ძირითადად ლოკალიზებულია სახისა და თავის არეში – რეკომენდაციები, რაც უნდა გავითვალისწინოთ ატოპიური დერმატიტის არსებობისას?

0
1426
რეკომენდაციები, რაც უნდა გავითვალისწინოთ ატოპიური დერმატიტის არსებობისას?
#post_seo_title

ატოპიური დერმატიტი ბავშვებსა და მოზარდებში – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა. ატოპიური დერმატიტი  – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგიული დაავადება, რომელიც რთული ფორმისას აზიანებს კანს და გააჩნია ქრონიკული ხასიათი.

ბავშვებს დაავადება უვლინდებათ დაბადებიდან პირველი 6 თვის მანძილზე და ხშირ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკშიც უგრძელდებათ.

ახალშობილებში პროცესი ძირითადად ლოკალიზებულია სახისა და თავის არეში. ატოპიური დერმატიტი თავდაპირველად შესაძლოა გამოვლინდეს  ინფანტილური სებორეული დერმატიტით, რომელიც მოიცავს სკალპს, იღლიის არეს და საზარდულის ნაოჭებს. დამახასიათებელია ატოპიური დერმატიტის მწვავე, ექსუდაციური ფორმები ერითემით, შეშუპებით, არაიშვიათად ბუშტუკების გაჩენით და სისველით. დროთა განმავლობაში აღინიშნება ლოყების სიმშრალე, აქერცვლა, ჰიპერემია. შესაძლოა კანის სიმშრალე და ჰიპერემია გამოხატული იყოს კიდურების გამშლელ ზედაპირებსა და სხეულზე. დაავადების გამწვავება ხშირად ვლინდება დამატებითი კვების დაწყებისას.

ატოპიური დერმატიტი (ად), რომელიც ასევე ცნობილია როგორც ატოპიური ეკზემა ან ალერგიული დერმატიტი, კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა. ის ახასიათებს ინტენსიური ქავილით, კანის სიმშრალით და პერიოდული გამწვავებებით.

ატოპიური დერმატიტი – არ არის კანის დაავადება. ეს არის ბავშვის ორგანიზმის შიდა პრობლემების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოუმწიფებლობის გამოვლინება. ზოგიერთი ნივთიერება ორგანიზმში არ შეიწოვება, არ მუშავდება კუჭ-ნაწლავის მიერ, ნეიტრალიზებულია ღვიძლით ან გამოიდევნება თირკმელებით და ფილტვებით. ეს ნივთიერები გარკვეული რეაქციების შედეგად, იძენენ ანტიგენის თვისებებს (ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერებები) და იწვევენ ანტისხეულების გამომუშავებას. ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი ახდენს გამონაყარის გამოჩენის პროვოცირებას.

ნებისმიერი ალერგიული გამონაყარი – შედეგია. მიზეზი – ორგანიზმის კონტაქტი გარკვეული ნივთიერებებთან, რომლებიც სპეციალურად ამ ორგანიზმისათვის არიან ალერგიის წყარო – ალერგენები.

 

რომელ ასაკში ვითარდება ატოპიური დერმატიტი?

მიუხედავად იმისა, რომ ატოპიური დერმატიტი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება შეეხოს, ის უმეტესად პირველ 5 წელიწადში ვლინდება, განსაკუთრებით:

  • 6 თვემდე – შემთხვევათა 45%

  • 1 წლამდე – დაახლოებით 60%

  • 5 წლამდე – 85%-მდე

ბავშვთა უმრავლესობას დროთა განმავლობაში სიმპტომები უმსუბუქდებათ, თუმცა ზოგიერთს შესაძლოა დაავადება მოზარდობამდე ან მოზრდილ ასაკშიც გაუგრძელდეს.

ბავშვებში (2-12 წელი) ახასიათებს პროცესის ლოკალიზაცია, უპირატესად კიდურების მომხრელი ზედაპირის კანზე, ყელზე, იდაყვისა და მუხლის ფოსოებში, მტევნის ზურგზე. საკვებმა, შესაძლოა, გააღიზიანოს პირის ირგვლივი არე და ნიკაპის მიდამო. ქავილი და კანის ზედაპირის ხახუნი იწვევს ლიქენიფიკაციას (კანი გასქელებული და გაუხეშებულია); ატოპიური დერმატიტის არსებობისას ხშირია თვალის მიდამოს დაზიანებაც.

  ბადურის დისტროფია - დეგენერატიული დაავადება, რომლის შედეგად ხდება ბადურის მოშლა, რაც თავის მხრივ იწვევს მხედველობის დაქვეითებას

რამდენად გავრცელებულია ად?

ად უკავშირდება დაბალ სიკვდილიანობას, თუმცა ხშირად იწვევს ცხოვრების ხარისხის საგრძნობად გაუარესებას. გავრცელება შეადგენს დაახლოებით 10-15%-ს ზოგად მოსახლეობაში.

კვლევებით დადგენილია:

  • 10 წლის ასაკში ⅔ ბავშვი გამოჯანმრთელდება ან დაიმშვიდებს დაავადებას

  • 15 წლისთვის 75%-ს აქვს რემისია

  • მათგან ბევრს რჩება კანის სიმშრალე და მგრძნობელობა

ასევე აღსანიშნავია, რომ ად-ს მქონე ბავშვების:

  • 30-50%-ს მომავალში უვითარდება ასთმა

  • 35-70%-ს – ალერგიული რინიტი


რამ შეიძლება გამოიწვიოს ატოპიური დერმატიტი?

ად-ს ძირითადი გამომწვევი მიზეზია გენეტიკური მიდრეკილება. ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი არის ცილის – ფილაგრინის დეფიციტი, რაც იწვევს:

  • კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევას

  • წყლის დაკარგვას

  • ალერგენებისა და გამაღიზიანებელი ნაწილაკების ღრმად შეღწევას

ეს ყველაფერი იწვევს კანის ანთებით რეაქციას და სიმპტომების გაძლიერებას.


გამწვავების მიზეზები და რისკ-ფაქტორები

ად-ს გამწვავება მრავალმა გარემო და შინაგანმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის:

  • საპნები, შამპუნები და ქიმიური საშუალებები

  • მეტალის ნივთები, შალის ან ხელოვნური ქსოვილები

  • გადაჭარბებული ოფლიანობა

  • კლიმატის ცვლილება და მშრალი ჰავა

  • კვებითი ალერგენები – რძე, კვერცხი, თევზი, თხილეული, კაკაო და სხვა

  • ინჰალაციური ალერგენები – მტვრის ტკიპა, მცენარეთა მტვერი, ბეწვი, ობი

  • ბაქტერიული ინფექციები – მაგალითად, ოქროსფერი სტაფილოკოკი

  • სტრესი და ჰორმონული რყევები

  • თამბაქოს კვამლი


როგორ ვლინდება ატოპიური დერმატიტი?

საყურადღებო სიმპტომებია:

  • მუდმივი ქავილი და სიმშრალე

  • ტიპური გამონაყარი

  • მორეციდივე ხასიათი და ოჯახური ალერგიული ფონი

  • კანის დაზიანების ადგილები იცვლება ასაკის მიხედვით:

    • ჩვილებში: სახე, თავი და კიდურების გამშლელი მხარეები

    • ბავშვებში: კისერი, მაჯები, კოჭები და მოხრილი ადგილები

    • მოზარდებში/მოზრდილებში: ტერფი, მტევანი, კისერი

      ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს:

      • კანის ქავილი და სიმშრალე
      • სხვადასხვა ტიპის გამონაყარი
      • მორეციდივე მიმდინარეობა
      • დასაწყისი ჩვილობის ასაკში
      • ალერგიის ოჯახური ისტორია
      • კანის დაზიანების ტიპიური მდებარეობა:

      _    ჩვილებში – სახე, თავის თმიანი ნაწილი და კიდურების გამშლელი ზედაპირები.
      _    ბავშვებში  – ყურისა და კისრის უკანა ზედაპირი, მაჯისა და კოჭის მიდამო, კიდურების მომხრელი ზედაპირები.
      _   მოზარდებსა და მოზრდილებში  – კისერი, კიდურები, მტევანი და ტერფი.


როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება კლინიკურ დათვალიერებასა და სიმპტომების ანალიზს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს დამატებითი კვლევები:

  • კანის ალერგიული ტესტები

  • სისხლში IgE-ის დონე


როგორ ხდება მკურნალობა?

ატოპიური დერმატიტის მართვა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას:

კანის დატენიანება

  • გამოიყენეთ დამარბილებელი და ჰიპოალერგიული კრემები, ლოსიონები

  • არ გამოიყენოთ ცხელი წყალი, სჯობს თბილი აბაზანა

გამაღიზიანებლების თავიდან აცილება

  • აირჩიეთ ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი

  • გამოიყენეთ სპეციალური ბავშვების ანალერგიული საპნები

  • შეამცირეთ ალერგენებთან კონტაქტი

მედიკამენტური მკურნალობა (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით)

  • კორტიკოსტეროიდული მალამოები

  • კალცინევრინის ინჰიბიტორები

  • ანტიჰისტამინური პრეპარატები ქავილის წინააღმდეგ

გაითვალისწინეთ: თვითნებური გამოყენება, განსაკუთრებით ჰორმონული მალამოების, შეიძლება სერიოზულ გვერდით ეფექტებს გამოიწვიოს!


მიზეზები
ბავშვებსა და ზრდასრულებში დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი (თუ დაავადებულია ახლო ადამიანი, დიდია გადადების შანსი);
·         ცუდი ეკოლოგია;
·         ხშირი სტრესი;
·         უხარისხო პროდუქტის გამოყენება;
·         იმუნიტეტის დაცემა.

სიმპტომები
საერთო ჯამში, ატოპიური დერმატიტის წარმოშობისა და განვითარების ზუსტი მიზეზები გამოკვლეული ბოლომდე არ არის. დაავადების სიმპტომები ხშირად ვლინდება გამონაყარით, რომლის ლოკაცია დამოკიდებულია დაავადებულის ასაკზე.
ჩვილებში გამონაყარი აზიანებს:
·         სახეს (შუბლს, ყელს);
·         იდაყვების სახსრების ადგილებს, მხრებს, წვივებს;
·         საჯდომს.
ბავშვებში ვლინდება:
·         ნაჭდევები, ჰემორაგიული ქერქი;
·         იდაყვებისა და მუხლების სახსრების ადგილებში;
·         გამონაყარი მტევნებზე, ყელზე, გულმკერდის ზედა ნაწილში.
ზრდასრულებს გამონაყარი უვლინდებათ:
·         ყელზე;
·         ზურგის ზედა ნაწილში;
·         პირის გარშემო კანზე;
·         შუბლზე;
·         იდაყვებსა და მაჯებზე.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს:
·         ალერგოლოგიული გამოკვლევა;
·         პაციენტის იმუნური სისტემის გამოკვლევა;
·         კალას ანალიზი დისბაქტერიოზზე;
·         ალერგენებით კანის ტესტირება.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         სამკურნალო პრეპარატებს (ანტიჰისტამინები, ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო და სადეზინტოკსიკაციო საშუალებებს);
·         ხსნარებს (სადეზინფექციო და ანტიალერგიულ პრეპარატებს);
·         ქავილის მომხსნელ მალამოებს და საცხებს.
დაავადების მკურნალობა ბავშვებშიც და ზრდასრულებშიც ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რამდენადაც პროფილაქტიკის არსებული მეთოდები და მკურნალობა არაეფექტურია, დაავადება კი დროთა განმავლობაში ხელახლა იჩენს თავს.

საშიშროება
დაავადება საშიშია მისი თანმხლები დაავადებების მიერ შინაგანი ორგანოების დაზიანების შესაძლებლობის გამო. მკურნალობის გარეშე ატოპიური დერმატიტი დამღუპველად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე და სასუნთქ ორგანოებზე.
დაგვიანებული სტადიიდან დერმატიტი გადადის ეგზემაში, რომელიც საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას და ხშირ შემთხვევაში ახდენს რეციდივს.

დიეტა
დაავადების არსებობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:
·         ხორცისა და თევზის ბულიონები;
·         შემწვარი ხორცი;
·         შოკოლადი, კაკაო;
·         ციტრუსები;
·         ტკბილეული;
·         შებოლილი;
·         კონსერვები და ყველა ის პროდუქტი, რომლებიც შეიცავენ ქიმიურ დანამატებს და საღებავებს.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ალერგენებთან კონტაქტისთვის თავის არიდება;
·         დიეტის დაცვა;
·         სახლში სისუფთავის დაცვა;
·         კანის სიმშრალის თავიდან არიდება;
·         შიშველ სხეულზე შალის და სინთეტიკური სამოსის ტარებისგან თავის შეკავება.

რეკომენდაციები, რაც უნდა გავითვალისწინოთ ატოპიური დერმატიტის არსებობისას?

  • მნიშვნელოვანია კანის მუდმივი დატენიანება და მისი ბარიერის შენარჩუნება;
  • კვებითი ალერგენების შეზღუდვა (პაციენტები უნდა დააკვირდნენ კონკრეტულად რა პროდუქტი იწვევს დაავადების გამწვავებას და მათი მირთმევა შეზღუდონ, ან შეწყვიტონ).
  • საჭიროა გამაღიზიანებელი ფაქტორებისა ზემოქმედების თავიდან აცილება – სპეციალური ჰიპოალერგიული საპნებისა და დასაბანი საშუალებების გამოყენება (PH 5.5, ნეიტრალური საშუალებები), ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმლის გამოყენება;
  • ქავილის დროს კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრჩხილების მოკლედ დაჭრა (მეორეული ინფექციის საპრევენციოდ);
  • აბაზანის მიღების დროს უნდა გავითვალისწინოთ წყლის ტემპერატურა, რომელიც არ უნდა იყოს ცხელი და ასევე შხაპის მიღების ხანგრძლივობა, რათა ავირიდოთ კანის გამოშრობა; აბაზანის მიღების შემდეგ, ასევე აუცილებელია კანის დატენიანება;
  • სასურველია, ოთახის ტემპერატურისა(19-20 C) და ტენიანობის შენარჩუნება;

დასკვნა

ატოპიური დერმატიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა ბავშვებში და ახალგაზრდებში. დროული დიაგნოზი, სწორი მოვლა და გარემოს კონტროლი მნიშვნელოვნად ამცირებს სიმპტომებს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ