12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა!
პროფესიულ დღეს ვულოცავთ ყველა ექთანს! მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის. თითოეული ექთნის როლი ფასდაუდებელია, სამედიცინო საქმიანობაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას, პროფესიულ საქმიანობაში!
ექთანს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის სამედიცინო სისტემაში განსაკუთრებულად საპატიო ადგილი უკავია.
ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება 1974 წლიდან. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.
საქართველოში ექთნის საქმიანობა დამოუკიდებელ პროფესიად 2024 წლის თებერვალში იქნა აღიარებული საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად. ეს მიმართულება დამოუკიდებელ სერტიფიცირებას ექვემდებარება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროფესიის წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელობას.