ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
მთავარიშენი ექიმისაქართველოში გავრცელდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკები, რომლებიც რამდენიმე წუთში კლავენ - სიტუაცია...

საქართველოში გავრცელდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკები, რომლებიც რამდენიმე წუთში კლავენ – სიტუაცია უკიდურესად მძიმეა

საქართველოს ახალგაზრდობას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება!

დღეს უკვე აღარ არის კითხვა “არსებობს თუ არა პრობლემა?” — კითხვა არის:
ვინ იქნება შემდეგი?!
საქართველოში გავრცელდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკები, რომლებიც რამდენიმე წუთში კლავენ. ქუჩაში, სკვერში, კაფესთან, კლუბში — ადამიანები ეცემიან და აღარ დგებიან.
უმრავლესობა — ახალგაზრდები არიან.
ისინი, ვინც უნდა გეგმავდნენ მომავალს, სწავლას, სიყვარულს…
ჩვენ კი ვკარგავთ მომავალს — თვალწინ.
სიტუაცია უკიდურესად მძიმეა:
• ადამიანები იღუპებიან დღისით და მზისით, ბავშვებით სავსე ადგილებში.
• ნარკოლოგიური დახმარება ხშირად იგვიანებს.
• არ არსებობს საკმარისი განათლება იმაზე, რა არის “ნარკანი” (Naloxone) და როგორ გადაარჩინოთ სიცოცხლე გადაუდებელ შემთხვევებში.
• არ არსებობს საზოგადოებრივი გეგმა რეაგირებისათვის.
ეს მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემა არ არის — ეს ჩვენი ყველასი პრობლემაა.
• ყოველი მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული.
• ყოველ ოჯახს უნდა ჰქონდეს სამოქმედო გეგმა.
• საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ყველა აფთიაქში იყიდებოდეს ნარკანი.
• სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა და პოლიციამ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ეს პრეპარატი.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით:
“დღეს, საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი სიკვდილიანობის მიზეზი შეიძლება გახდეს ახალი ტიპის ნარკოტიკები. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, ხვალ შეიძლება ძალიან გვიან იყოს.”
მოუსმინეთ და დაუჯერეთ დარგის ექსპერტებს: Zura Sikharulidze
გაავრცელეთ ინფორმაცია. ილაპარაკეთ. იმოქმედეთ.
ერთად დავიცვათ მომავალი!
სიცოცხლის გადარჩენა — ყველას საქმეა!
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  “ნიყვი” – ცეზარის სოკო — ღმერთების ნუგბარი და იმპერატორთა ფავორიტი – მდიდარია უნიკალური საკვები ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით და იმუნომოდულატორებით, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights