სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“-მიხეილ სარჯველაძე

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“-მიხეილ სარჯველაძე

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“, -აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვის მაღალეფექტიანად გამართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ეს არის ის რგოლი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად იქნება პასუხისმგებელი სწორ ნავიგაციაზე პაციენტისა ამ დიდ ლაბირინთში, რასაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია.
პაციენტს ბევრი დილემის წინაშე უწევს არჩევანის გაკეთება და ამ თვალსაზრისით,
ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტურად ფუნქციონირება. პრევენციულ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილი აქვს პირველად ჯანდაცვას.

პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა აუხსნას მოქალაქეს, თუ რა დადებითი მხარე აქვს ვაქცინაციას, თუ როგორი შეიძლება რთული დაავადებების პრევენცია.ეს არის პრევენციულად მართვა გარკვეული პათოლოგიების თავიდან ასარიდებლად. აქ დევს პოტენციალი იმისა, რომ მასიური გართულებული თავიდან იქნას არიდებული. ადამიანი თუ სწორედ დაგეგმავს ჰიპერტენზიის მართვას, ნაკლებია ინსულტის განვითარების რისკი, ან გულის პათოლოგიების. გამართულად პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. ძალიან მარტივი რეკომენდაციებით, შეიძლება ადამიანმა სწორად დაგეგმოს ეს ყოველივე. საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით გაკეთდა გარკვეული გათვლები და დადგინდა, რომ მაგ: 0-5 წლამდე ბავშვისთვის, ან ასაკიანი პაციენტისთვის სხვა ინტენსივობის მართვა და სამკურნალო რჩევების მიცემაა აუცილებელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა. თუ ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, შეიძლება დღევანდელ მოცულობასთან შედარებით ნაკლების გადახდა ხორციელდებოდეს, ძირითადად ჯამში მთლიანად რიცხვი იზრდება და პირველად ჯანდაცვაში კონკრეტული პაციენტების მოსახურებისთვის თითქმის გაორმაგებული იქნება ღირებულება. ეს ძალიან
მნიშვნელოვანი და ამბიციური განაცხადია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.ამის სანაცვლოდ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არა უბრალოდ დაფინანსების გაზრდა , არამედ ჩვენ, საპასუხოდ ოჯახის ექიმებისგან, კლინიკებისგან კონკრეტული შესრულებაც მოვითხოვოთ. ამის სტიმულირებაც მოხდება ,რომ რაც შეიძლება უკეთეს ეფექტზე იყოს ორიენტირებული და ექიმების საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული.

პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები. ამაზე იქნება დამოკიდებული დაფინანსების მოცულობაც. აქ გვაქვს გათვალისწინებული შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებიც, რომლის შედეგადაც, რაც უფრო მეტი იქნება შესრულება, ბუნებრივია მზარდი იქნება დაფინანსებაც. ეს გვჭირდება იმისთვის რომ ამ ექიმების საქმიანობა ეფექტის მომტანი იყოს“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

  WHO-ს ტრენინგი ლტოლვილთა ჯანმრთელობის სტანდარტებზე უგანდაში გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights