მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მუტაციას. საუბარია იმ გავრცელებულ მუტაციაზე, რომელიც მიტოქონდრიულ დნმ-ს აზიანებს.
მიტოქონდრია უჯრედების ენერგიის წყაროა. ის სხეულში მიმდინარე ყველა პროცესისთვის საჭირო ენერგიას უზრუნველყოფს.
„მუტაციებს სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ და მათ წინააღმდეგ წამლები არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს მიგნება ნამდვილი გარღვევაა [მედიცინაში]“, – განაცხადა იტალიელმა მეცნიერმა კარლო ვისკომიმ.
აღმოჩენილი მოლეკულის წყალობით მეცნიერები ახალი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ. კლინიკურ კვლევას Pretzel Therapeutics-ი უკვე ადამიანებზე ატარებს. იმ შემთხვევაში თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, მეცნიერებს მძიმე გენეტიკურ დაავადებების ნაწილთან ბრძოლა შეეძლებათ, რაც ამ დროისთვის უბრალოდ შეუძლებელია. საუბარია იმ გენეტიკურ დაავადებებზე, რომლებიც POLG გენის მუტაციით არის გამოწვეული. მსგავს დაავადებას მსოფლიოში 10 000-დან ერთ ადამიანს უდგენენ.
მეცნიერების თქმით, ისინი გაოცებულნი დარჩნენ იმით, თუ როგორ შეეძლო ასეთ პატარა მოლეკულას POLG-ის მუტანტური ფორმების სტაბილიზება და ასევე ჯანმრთელი ცილების აქტივობის შეცვლა.