პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარიUncategorizedსიხარულით და სიამაყით გიზიარებთ: უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ქსელი (UHN) – მსოფლიო ლიდერი! და...

სიხარულით და სიამაყით გიზიარებთ: უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ქსელი (UHN) – მსოფლიო ლიდერი! და საქართველო – სერიოზული წარმატების გზაზე!

უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ქსელი (UHN) – მსოფლიო ლიდერი! და საქართველო – სერიოზული წარმატების გზაზე!

სიხარულით და სიამაყით გიზიარებთ:
University Health Network (UHN), ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორი, აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოებად მსოფლიოში!
Toronto General Hospital დაიკავა მსოფლიოში მესამე ადგილი, ხოლო Princess Margaret Cancer Centre დასახელდა მსოფლიოს ტოპ 10 ონკოლოგიურ ცენტრებს შორის!
ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხარისხიანი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა არის შესაძლებელი.
საყურადღებო სიახლე საქართველოდანაც:
დღეს უკვე 9 საავადმყოფოს საქართველოში მიენიჭა Accreditation Canada-ს საერთაშორისო აკრედიტაცია!
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საავადმყოფოები უკვე აკმაყოფილებენ საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს.
ვულოცავ ყველა პარტნიორს, ექიმსა და თანამშრომელს – თქვენი შრომა, თავდადება და პროფესიონალიზმი აშენებს ჯანსაღ და ხარისხიან მომავალს საქართველოში!
Accreditation Canada-ს წარმომადგენლის სახით, სიამაყით ვადევნებ თვალს ამ პროგრესს და გვჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის!
ერთად ავაშენოთ ჯანმრთელი სამყარო!
იხილეთ დეტალები: https://lnkd.in/gKG9a7tv
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
Accreditation Canada-ის წარმომადგენელი საქართველოში,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე,
ჯანდაცვის გლობალური ექსპერტი (WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს წევრი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი).
პროფესორი ფხაკაძე 25 წელზე მეტია მუშაობს საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში. იგი არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების აქტიური მხარდამჭერი და 2022 წლიდან ოფიციალურად წარმოადგენს Accreditation Canada-ს ქვეყანაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში განხორციელდა პირველი საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პაციენტის უსაფრთხოების, მომსახურების ხარისხისა და სისტემური გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებას.
მისი მისიაა: „საქართველოში ავამაღლოთ ჯანდაცვის ხარისხი და პაციენტების დაცულობა საერთაშორისო სტანდარტებით.“
@highlight
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ქვეყანა აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ტელემედიცინის გაფართოებას, რაც ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“-მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights