სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedმრავალი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ის შემდეგ ბავშვებს ჯანმრთელობის მომატებული რისკები ემუქრებათ

მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ის შემდეგ ბავშვებს ჯანმრთელობის მომატებული რისკები ემუქრებათ

ბავშვებში კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გრძელვადიან პერიოდში. ამ დასკვნამდე მივიდნენ პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის მეცნიერები.
ახალი, საერთაშორისო მასშტაბის კვლევები მოწმობს იმას, რასაც ბევრი ექიმი უკვე ხედავდა პრაქტიკაში – COVID-19 ტოვებს სიღრმისეულ, ფარულ კვალს ბავშვების ჯანმრთელობაზე, რაც შეიძლება გამოვლინდეს თვეების ან წლების შემდეგ.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ყურადღება ორიენტირებულია COVID-19-ის მწვავე ფაზაზე, ჩვენი დასკვნები ვარაუდობენ, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გრძელვადიანი რისკები ემუქრებათ, რაც უნდა იყოს მონიტორინგში“, – თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა.

თირკმელების დაავადება

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა JAMA Network Open-ში, მოიცავდა 21 წლამდე ასაკის 1,900,146 ადამიანის ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებს. მეცნიერებმა 2020-2023 წლებში კოვიდგადატანილი პაციენტები შეამოწმეს. გაირკვა, რომ გამოჯანმრთელებულ ბავშვებს 17%-ით მეტი აქვთ თირკმელების ქრონიკული დაავადების მეორე, მსუბუქი სტადიის განვითარების რისკი. მათ ასევე ჰქონდათ 35%-ით მაღალი რისკი 3 სტადიის, ზომიერი, ქრონიკული თირკმლის დაავადების.

ასევე, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც თირკმელების დაზიანება აღენიშნებოდათ კოროვირუსის მწვავე სტადიაზე, აღენიშნებოდათ 29%-ით მეტი რისკი ამ ორგანოებში დამატებითი გართულებების განვითარების ინფიცირებიდან სამიდან ექვს თვემდე.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები

კიდევ ერთი კვლევაში შეისწავლეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი 1,576,933 ბავშვსა და მოზარდში. ბავშვებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან, 25%-ით მეტი ჰქონდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების რისკი დაავადების შემდგომი მწვავე პერიოდში. რისკი „ქრონიკულ ფაზაში“ გაიზარდა ბავშვების 28%-მდე COVID-19 ინფექციის შემდეგ ექვსი თვიდან ორ წელიწადში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი

კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებს ერთი ან მეტი გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების საგრძნობლად მაღალი რისკი აქვთ. საუბარია არითმიაზე, გულის ანთებაზე, გულმკერდის ტკივილსა და ჰიპერტენზიაზე.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რისკი 63%-ით გაიზარდა როგორც გულის თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვებში, ასევე მათში, ვისაც ამ ორგანოს მსგავსი პრობლემა არ ჰქონდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მეცნიერებმა იმუნური სისტემის ახალი ნაწილი აღმოაჩინეს, რომელსაც ბუნებრივი ანტიბიოტიკების ნამდვილი საბადო უწოდეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights