სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიჯანმოს გენდირექტორი აცხადებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია

ჯანმოს გენდირექტორი აცხადებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი გვაფრთხილებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია. მისი თქმით, ეს არა თეორიული რისკი, არამედ “ეპიდემიოლოგიური ჭეშმარიტებაა” და ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, იქნება ეს 20 წლის შემდეგ, თუ – ხვალ.

ჯანმოს შეხვედრაზე გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მომდევნო გლობალური კრიზისი გარდაუვალად დადგება და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ: “კოვიდ19“-ის პანდემია შესაძლოა ახლა შორეულ მოგონებად გეჩვენებათ, რომელიც კონფლიქტმა და გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა შეფერხებებმა გადაფარეს, თუმცა მომდევნო პანდემია სიტუაციის ჩაწყნარებას არ დაელოდება“.

“კიდევ ერთი პანდემია, შესაძლოა, 20 ან მეტი წლის შემდეგ მოხდეს, ან ხვალვე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მოხდება და მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ჯანმოს დირექტორმა შეხვედრაზე ორგანიზაციის “პანდემიის შეთანხმების” დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ჯანმოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს ხელს არ შეუშლის: “პირიქით, ის გააძლიერებს ეროვნულ სუვერენიტეტსა და საერთაშორისო რეაგირებას”.

“ნახეთ, რა გამოიწვია კოვიდპანდემიამ. ოფიციალურად 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს რიცხვი 20 მილიონს აღწევს გლობალურად. ადამიანური დანაკლისის გარდა, პანდემიამ გლობალური ეკონომიკიდან $10 ტრილიონი გააქრო”, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ინსტრუქცია - ძვირფასო მომხმარებლებო, ახლა თქვენ გაქვთ ძლიერი იარაღი საკუთარი დაცვისთვის!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights