ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები
ქმედებები ტკიპის მოძრობისას და მის შემდეგ:
1. ტკიპის მოძრობა ხდება ძალიან ფრთხილად, მისი ხორთუმი ღრმად არის შეჭრილი კანის სიღრმეში, არ შეიძლება ხორთუმის კანის შიგნით დატოვება, ვინაიდან გამოიწვევს
დაინფიცირებას.
2. ტკიპის მოძრობა უნდა მოხდეს რეზინის ხელთათმნიანი ხელით ან პინცეტით. ორივე შემთხვევაში მოჭიდება ხდება ტკიპის თავის მიდამოსთან ახლოს, რის შემდეგ მას ვაძლევთ კანისადმი პერპენდიკულარულ მდებარეობას და ვატრიალებთ ღერძის ირგვლივ კანიდან მოსაძრობად;
3. აუცილებელია ამოძრობის ადგილას კანის დამუშავება ნებისმიერი სადეზინფექციო საშუალებით (700 სპირტით, იოდით, ოდეკოლონით და სხვა). შესაძლებელია კანში დარჩენილი ხორთუმის ამოსაღებათ საჭირო გახდეს ქირურგის ჩარევა;
4. ტკიპის მოცილების შემდეგ აუცილებელია ხელების ზედმიწევნით დაბანა;
5. კანიდან ამოძრობილი ტკიპა, თუ შესაძლებელია, უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, იმისათვის, რომ დადგინდეს გააჩნია თუ არა მას რომელიმე ინფექციის გამომწვევი აგენტი, თუ ლაბორატორიაში გაგზავნა ვერ ხერხდება, იგი უნდა განადგურდეს ადუღებული წყლის დასხმით ან ცეცხლში დაწვით.
ტკიპის ლაბორატორიაში გადაცემის წესები:
1. სასურველია ფეხსახსრიანი იყოს ცოცხალი;
2. არ უნდა იყოს დამუშავებული პრეპარატებით ან სხვა სითხეებით;
3. იგი უნდა იყვეს მოთავსებული სინჯარაში, ან სხვა შესაფერის მინის ჭურჭელში, რომელშიდაც სინოტივის შესაქმნელად უნდა მოვათავსოდ წყალში დასველებული ქაღალდი;
4. ფეხსახსრიანი ლაბორატორიაში უნდა მივიტანოთ გამოჭერიდან არა უმეტეს ორი დღეღამისა.
სავაჭრო ქსელში არსებული ფეხსახსრიანებზე მომქმედი საშულებები იყოფა 3 ჯგუფად
1. რეპელენტები-რომლებიც აფრთხობენ ფეხსახსრიანებს და მწერებს;
2. აკარიციდები -რომლებიც კლავენ მათ;
3. ინსექტოციდ-რეპელენტები –კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც აფრთხობენ და კლავენ მათ.
რეპელენტები
რეპელენტებს განეკუთნებიან საშუალებები, რომლებიც შეიცავენ დიეთილტოლუამიდს:
აღნიშნული პრეპარატებით იჟღინთება ტანისამოსი და შესაძლებელია ზოგიერთი მათგანის წასმა სხეულის ღია ნაწილებზე, მაგალითად მკერდზე, მუხლებზე, იდაყვებზე.
ბავშვებისათვის გამოიყენება ნაკლებად ტოქსიური კომპონენტებიანი პრეპარატები-რაც აღნიშნული უნდა იყოს პრეპარატზე
საშიში პრეპარატების გამოყენება სხეულის ღია ნაწილებზე დაუშვებელია.
აკარიციდული საშუალებები
აკარიციდულ საშუალებებში აქტიური ნივთიერებად გამოყენებულია ინსექტოაკარიციდი
ალფამეტრინი (ალფაციმეტრინი), რომელსაც გააჩნია ნერვულ-პარალიზური მოქმედება. ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ტანისამოსზე, სხეულის ღია ნაწილებზე მათი გამოყენება არ შეიძლება ტოქსიურობის გამო. აღნიშნულ ნივთიერებასთან შეხების დროს ტკიპებს ემართებათ დამბლა და ისინი ცილდებიან ტანსაცმელს. დღეისათვის ასეთი პრეპარეტების ჩამონათვალი 30-მდეა. ასეთი პრეპარატებით ადამიანის სხეულზე ჩაცმული ტანისამოსის დამუშავება დაუშვებელია.
რეპელენტებით წინასწარ დამუშავებულ ტანისამოს აშრობენ, რის შემდეგ ტანისამოსის ჩაცმა დასაშვებია და მას აკარიციდული თვისება უნარჩუნდება 14 დღეღამის განმავლობაში.
ინსექტიციდურ – რეპელენტური საშუალებები
ინსექტიციდურ-რეპელენტური პრეპარატები შეიცავენ 2 ძირითად ნივთიერებას დიეთილტოლუამიდს და ალფამეტრინს, რომელთა საშუალებითაც ისინი იცავენ ადამიანებს როგორც ტკიპებისაგან ასევე სისხლის მწოველი სხვა მწერებისაგან.
ყველა ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ტანისამოსზე.
ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები