სამშაბათი, მარტი 25, 2025
მთავარისამინისტრო„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია...

„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.

კონფერენციაზე სახელმწიფოს მხრიდან დაავადების დასაძლევად გაწეული ძალისხმევის შესახებ იმსჯელეს და ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის შედეგები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია; სახელმწიფოს ძალისხმევით, ქვეყანამ შეძლო რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევების 70%- მდე შემცირება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევებს და ასევე – სამკურნალო მედიკამენტებს, მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას, პაციენტის მხრიდან.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, 2024 წელს, ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8 515 000 ლარით დაფინანსდა – 35 404 სამედიცინო მომსახურება.

„ქვეყანაში დანერგილია ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის და ხანმოკლე რეჟიმებით მკურნალობის, უახლესი მეთოდები, რამაც ხელი შეუწყო მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას; გაფართოვდა ტუბერკულოზური ინფექციის პრევენციული მკურნალობა; დანერგილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერული რენტგენო-დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც ხელს უწყობს ტუბერკულოზის დროულ გამოვლენას, ზოგადი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში; მიმდინარეობს ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენისთვის სკრინინგი რისკ-ჯგუფებში, რენტგენო-დიაგნოსტიკური სისტემით აღჭურვილი ავტომობილის გამოყენებით.

2025 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანია – „დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“. ტუბერკულოზის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მ.შ. პაატა იმნაძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

კონფერენციას, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისა და სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ. ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights