24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება.
საქართველოში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევებს და ასევე სამკურნალო მედიკამენტებს მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. ყველაზე გავრცელებულ ფორმას ფილტვის ტუბერკულოზი წარმოადგენს.
ინფექცია გადაეცემა ჰაერით, დაავადებული ადამიანის ხველის, ცემინებისა და საუბრის დროს. განსაკუთრებით მაღალია დაინფიცირების რისკი, როდესაც კონტაქტი ხდება დახურულ, ცუდად განიავებულ სივრცეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ტუბერკულოზის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, სად არის მიკრობაქტერია ლოკალიზებული. ფილტვის ტუბერკულოზის დროს დამახასიათებელია:
* ხანგრძლივი ხველა
* ღამით ოფლიანობა
* სისუსტე
* უმადობა
* წონის კლება
* ტკივილი გულმკერდის არეში
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტუბერკულოზის მართვის სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყანამ შეძლო ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების და სიკვდილობის მნიშვნელოვნად შემცირება.
ვრცლად ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ:
„დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი!“