ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ, იმ გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომლებიც სტაციონარულ დაწესებულებებში, დაავადების მართვას უკავშირდება.

შეხვედრაზე, ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ცისტური ფიბროზის ეფექტური მართვისთვის აუცილებელი ფიზიოთერაპიის, საინჰალაციო აპარატების, მედიკამენტებისა და სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობის საკითხები. ისაუბრეს მცირე, კლინიკის ტიპის დაწესებულების მოწყობის შესაძლებლობაზეც, სადაც ბავშვებს, საჭირო პროცედურები და მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდებათ.

შეხვედრაზე, იმსჯელეს ცისტური ფიბროზის მართვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საკითხებზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებზე. ასევე ისაუბრეს დაავადების სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსთვის, პრიორიტეტი ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების დაცვაა და უწყება, ყველა გადაწყვეტილებას, სწორედ მათი გათვალისწინებით მიიღებს.

აქვე, აღინიშნა, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, ასევე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights