პარასკევი, მარტი 21, 2025
მთავარიშენი ექიმი"თუ ლიმფური კვანძი თვეზე მეტხანსაა გადიდებული, გამაგრებულია და არ მოძრაობს, ცხელება და...

“თუ ლიმფური კვანძი თვეზე მეტხანსაა გადიდებული, გამაგრებულია და არ მოძრაობს, ცხელება და წონაში კლება ერთვის, საშიშია” – რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

რა ფუნქციას ასრულებს ლიმფური კვანძები ჩვენს ორგანიზმში?!  რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას და როგორია მათი ანთებითი ნიშნები?!

უმიზეზო სიცხე, წონაში კლება და ღამის ოფლიანობა ის სიმპტომებია, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ლიმფური კვანძების გადიდებას ახასიათებს.

რა ფუნქციას ასრულებს ლიმფური კვანძები?

ლიმფური სისტემა ადამიანის იმუნური სისტემის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს. ის ლიმფური სისხლძარღვებისა და კვანძებისგან შედგება. თავად ლიმფა წარმოიქმნება სისხლის თხევადი ნაწილისგან — ის კაპილარებიდან უჯრედშორის სივრცეში გადადის, ქსოვილებს წმენდს და ლიმფური ძარღვების საშუალებით კვლავ სისხლში ბრუნდება. ლიმფური სითხის შემადგენლობაში შემდეგი ელემენტები შედის:

  • პროტეინები;
  • მინერალები;
  • ცხიმები;
  • ნუტრიენტები (საკვები ნივთიერებები);
  • ლიმფოციტები (სისხლის თეთრი უჯრედების — ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობა);
  • დაზიანებული უჯრედები;
  • სიმსივნური უჯრედები;
  • ბაქტერიები და/ან ვირუსები.

ლიმფური კვანძები კი მოქმედებს, როგორც ბიოლოგიური ფილტრები, რომლებიც ამ სითხის ნაკადში არსებული მიკრობებს, ვირუსებს, უცხო ნაწილაკებსა და დაზიანებულ უჯრედებს შლის და ანადგურებს.

ბაქტერიებსა და ვირუსებს ზედაპირზე აქვთ პროტეინები, რომლებსაც ანტიგენები ეწოდება — მათ ადამიანის იმუნური სისტემა „დამპყრობლების“ აღმოსაჩენად და გასანადგურებლად იყენებს. ლიმფური სითხის მიკრობებისგან გათავისუფლებით, ლიმფური კვანძები მათ თავს უყრის ერთ სივრცეში, სადაც სისხლის თეთრი უჯრედები აანალიზებს ბაქტერიებსა და ვირუსებს, რომლებთანაც ორგანიზმს კონტაქტი ჰქონდა.

საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”

სხეულში არსებული ათასობით ლიმფური კვანძი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმია. მისი გამართული ფუნქციონირება ინფექციებისა და დაავადებების თავიდან არიდებაში გვეხმარება. ხშირად პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ლიმფური კვანძები დიდდება და ანთებითი პროცესები იწყება. ჩვეულებრივმა გაციებამ, ყურის ტკივილმა და კანის ინფექციამაც კი შესაძლოა, მათი ზომაში გადიდება გამოიწვიოს.

„ლიმფური სისტემა ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებაში. ის ეხმარება სითხის ბალანსის შენარჩუნებაში და ორგანიზმს იცავს სხვადასხვა ინფექციებისგან. გარდა ამისა, ლიმფური სისტემა ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების განეიტრალებას და ნაწლავებიდან ცხიმის შეწოვას.

როდესაც ორგანიზმში შეჭრილი ხდება უცხო აგენტი, როგორიცაა ბაქტერია ან ვირუსი, ლიმფური კვანძები იწყებენ მათთან ბრძოლას და ხშირად გადიდდებიან. ამ შემთხვევაში, კვანძების გადიდება ნორმალურია და არ წარმოადგენს პათოლოგიას, რადგან ისინი აქტიურად ებრძვიან ინფექციებს და სხვა მავნე აგენტებს.

ლიმფური სისტემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმუნური პასუხის მხრივ, არამედ სხეულის ზოგადი ჯანმრთელობისთვის.“

რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

„ინფექციები – ეს ლიმფური კვანძების გადიდების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციები, მათ შორის, კანის ინფექციები, გაციება, გრიპი, ყელის, ყურის ინფექციები და ტონზილიტი. ასეთ შემთხვევაში, ზედა სასუნთქი ინფექციების დროს, ყველაზე ხშირად ყბისქვეშა ან კისრის ლიმფური კვანძები დიდდება. ლიმფური კვანძები შეიძლება, ნებისმიერ ზონაში გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად კისრის, ყბისქვეშა არის, ფერდქვეშა არის- იღლიებისა და საზარდულის არეში ვლინდება.

უფრო სერიოზული დაავადებები, რომლებიც ასევე ლიმფური კვანძების გადიდებას იწვევს:

კიბო – ზოგიერთ შემთხვევაში, შეშუპებული ლიმფური კვანძები შეიძლება, კიბოს ნიშანი იყოს, როგორიცაა ლიმფომა ან ლეიკემია.

კიბო ასევე შეიძლება, გავრცელდეს ლიმფურ კვანძებში სხეულის სხვა ნაწილებიდან – მეტასტაზირების გზით.

აუტოიმუნური დარღვევები – შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდებას თან ახლდეს.

რა შემთხვევაში უნდა ავწიოთ ე.წ. წითელი დროშა?

„როგორც ვთქვით, ლიმფური კვანძების გადიდების ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციებია. როგორც წესი, ამ მიზეზით გადიდებული ლიმფური კვანძები გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გაივლის. დაახლოებით, შესაძლებელია, 2 კვირა გაგრძელდეს. ეს პერიოდი სჭირდება ლიმფურ კვანძს, რომ თავის ზომას დაუბრუნდეს.

ლიმფური კვანძების გადიდების დროს, ხშირად ადამიანები თვითნებურად ანტიბიოტიკებს იღებენ, რაც გამართლებული არ არის. აუცილებელია, ექიმს მივმართოთ.

თუ ლიმფური კვანძი 1 თვეზე მეტხანსაა გადიდებული და მას თან მაღალი ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონის აუხსნელი კლება ერთვის, საყურადღებოა. ეს სიმპტომები შესაძლოა, გრიპის ვირუსსაც ჰქონდეს, მაგრამ გრიპი მაქსიმუმ 10 დღემდე გრძელდება.

ასევე, საშიშია, როდესაც ლიმფური კვანძები შეხებით მაგარი და ფიქსირებულია, ანუ არ მოძრაობს.

გააჩნია, რა არის ლიმფური კვანძების გადიდების გამომწვევი მიზეზი. თუ ჩვენ ვირუსულ ინფექციებზე ვსაუბრობთ, სიმპტომურად ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები უნდა მივიღოთ. თუ ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკი გვჭირდება, მაგრამ არა თვითნებურად. ყველა ანტიბიოტიკი ყველა ინფექციაზე არ მოქმედებს და ეს ექიმმა უნდა დანიშნოს.

თუ ლიმფური კვანძების გადიდება უფრო სერიოზულ მიზეზებს უკავშირდება, მაშინ აუცილებელია, პირველ რიგში, დავადგინოთ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.“

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

მარტი 20, 2025
თავის მოვლის რუტინა, თუ 30+ ხართ

თავის მოვლის რუტინა, თუ 30+ ხართ

მარტი 21, 2025
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

21 მარტი 2025
წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება

წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება

მარტი 21, 2025
2024 წელს საქართველოში განათლების სექტორი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი გახდა — 29%-იანი ზრდა

2024 წელს საქართველოში განათლების სექტორი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი გახდა — 29%-იანი ზრდა

მარტი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights