ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარისამინისტროშეხვედრაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

შეხვედრაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს მაქსიმალურად უმტკივნეულო გადაწყვეტილებას.

კომისიის წევრების განცხადებით, პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს დასაქმებულთა შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ასევე – დამსაქმებელთა ინტერესები. სხდომაზე აღინიშნა, რომ არასწორი მოლოდინების შექმნა დააზიანებს და კიდევ უფრო გაართულებს პროცესებს.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „ახალგაზრდების როლის გაძლიერება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“ - მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights