პარასკევი, მარტი 28, 2025
მთავარიUncategorizedსტრესი - ისწავლე, გაუმკლავდი სტრესს!

სტრესი – ისწავლე, გაუმკლავდი სტრესს!

სტრესი

ისწავლეგაუმკლავდი სტრესს!
სტრესი ყოველდღიურობის ნაწილია  და ადამიანებიც სხვადახვაგვარად ვცდილობთ გაუმკლავდეთ მას. ზოგი ამისთვის საყვარელ მელოდიას, ან მეგობართან საუბარს მიმართავს, სხვისთვის ხსნა ცრემლებია… მწეველების უმეტესობისთვის კი სტრესთან გამკლავების „შეუცვლელი“ საშუალება მოწევაა.

დამეთანხმებით, სიგარეტი არაა ტრანქვილიზატორი, თუმცა მწეველთა უმეტესობა მას სწორედ მსგავს თვისებებს მიაწერს. ისინი ამტკიცებენ, რომ სიგარეტი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა და “ამშვიდებს,  აწყნარებს ნერვებს”. მეცნიერული კვლევების მიხედვით კი, სიგარეტი არათუ ხსნის სტრესს, არამედ  თვითონვეა ორგანიზმზე სტრესულად მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი… მაგ, ოტაგოს (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მწეველებში სტრესის და დეპრესიის განვითარების ალბათობა ორჯერ მაღალია  არამწეველებთან შედარებით[i]. მიზეზი კი შემდეგია:

ერთის მხრივ, სიგარეტში შემავალი ნიკოტინის ზემოქმედებით ვიწროვდება სისხლძარღვები, მატულობს სისხლის წნევა, ხშირდება გულისცემა, მცირდება ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება – ამ რეჟიმში მუშაობა ორგანიზმისთვის ძლიერ სტრესულია. მაგრამ, ამ დროს, თამბაქოს აქტიურად მომხმარებლებთა შეგრძნებები საპირისპიროა, რადგანაც ნიკოტინი  ტვინის გარკვეულ უბნებზე მოქმედებით, იწვევს სიამოვნების ჰორმონების გამოყოფას და სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის განმეორების სურვილი მწეველს მოწევიდან რამოდენიმე წუთში უჩნდება..

მეორეს მხრივ, მოწეულ ღერებს შორის შუალედში, სისხლში ნიკოტინის დონის შემცირების შედეგად, მატულობს დაძაბულობის და გაღიზიანებადობის შეგრძნებარაც თავის მხრივ ორგანიზმზე ასევე სტრესულად მოქმედი ფაქტორია. ეს შეგრძნება ნიკოტინის მორიგი ულუფის მიღებისთანავე ქრება. ამგვარად, მწეველებს ნიკოტინი მუდმივად სჭირდებათ, რათა თავი ისევ კომფორტულად/ნორმალურად იგრძნონ. ამგვარად, მწეველის მიერ სწორედ ეს შეგრძნება აღიქმება, როგორც სიგარეტის დამამშვიდებელი ზემოქმედება.[ii] [iii]

სიგარეტთან დაკავშირებული ამ არასწორი წარმოდგენის გამო, ხშირად, მოზარდებს სიგარეტის მოხმარება პრობლემების მარტივად „გადაჭრის“ და სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად ესახებათ. სამწუხაროდ, პრობლემების გადაჭრისთვის გამოყენებული ეს არაჯანსაღი მეთოდი  უფრო დიდი პრობლემების მიზეზი ხდება. მაგ, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტმა 25 წლიანი კვლევის შედეგებით ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარებასა და  ნერვულ აშლილობებს შორის კავშირი დაამტკიცა. აღმოჩნდა, რომ მოზარდები რომლებიც დღეში დაახლოებით 1 კოლოფს სიგარეტს ეწევიან, პანიკური აშლილობების და გენერალიზებული ფსიქიკური პრობლემების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.[iv]

  საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას

როგორც ვხედავთ, არ ღირს, ყოველთვის ვენდოთ შეგრძნებებს – დროა, შევცალოთ არასწორი წარმოდგენები და ვისწავლოთ სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზები, რომლის შესახებაც მოგვიანებით, სხვა ბლოგში მოგიყვებით.

 

 

[i] http://psychcentral.com/lib/can-smoking-cause-depression/0007153

[ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10540594

[iii] http://www.planetpsych.com/zPsychology_101/substance/smoking_stress.htm

[iv] http://archives.drugabuse.gov/NIDA_Notes/NNVol16N1/Smoking.html

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights