სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის მინისტრი იმ ბავშვებს შეხვდა, ვინც ონკოლოგიური დაავადებები დაამარცხა, გამოჯანმრთელდა და უკვე...

ჯანდაცვის მინისტრი იმ ბავშვებს შეხვდა, ვინც ონკოლოგიური დაავადებები დაამარცხა, გამოჯანმრთელდა და უკვე სამშობლოში დაბრუნდა

15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა – ჯანდაცვის მინისტრი იმ ბავშვებს შეხვდა, ვინც ონკოლოგიური დაავადებები დაამარცხა, გამოჯანმრთელდა და უკვე სამშობლოში დაბრუნდა.

რა გზა გაიარეს და როგორ დაასრულეს მკურნალობა – ამბები პაციენტებზე, მიხეილ სარჯველაძემ, მათი მშობლებისაგან მოისმინა. შეხვედრაზე, ისაუბრეს სამედიცინო შემოწმებებსა და კონტროლზეც, რომლებსაც ბავშვები ისევ საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით გაივლიან.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ბავშვის გამოჯანმრთელება, ყველასთვის, დიდი გამარჯვებაა და სახელმწიფო, ამისთვის, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას 8 კლინიკაში – „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ , ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, „აჯიბადემის ჰოსპიტალში“, „მემორიალი ჰოსპიტალში“, „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ იღებენ. საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 160 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 101-მა პაციენტმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი ხათუნა ჩაჩავა და ფონდის წარმომადგენელი ქეთევან კარტოზია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“ - მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights