სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ქვეყანაში ისევ იზრდება გრიპის შემთხვევები“-ივანე ჩხაიძე

„მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ქვეყანაში ისევ იზრდება გრიპის შემთხვევები“-ივანე ჩხაიძე

სეზონური ვირუსის პიკის პერიოდსა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ისევ იზრდება გრიპის შემთხვევები, მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც.

ექიმები ვარაუდობენ, რომ დინამიკა თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება, რის მერეც შემთხვევების რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდება.

ივანე ჩხაიძის თქმით, სეზონური ვირუსის პიკი ჯერ გადავლილი არ არის, ქვეყანა სწორედ ახლა იმყოფება პიკის პერიოდის წინაშე.

“დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, როგორც A, ისე B ტიპის ვირუსს, ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის, თვალების, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა, სწორედ ეს განასხვავებს გრიპის ვირუსს სხვა ტიპის ვირუსებისგან და როდესაც გვესმის მოთხოვნა ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად თვლიან ჩატარდეს ტესტირება და შემდეგ განისაზღვროს არის თუ არა გრიპის ვირუსი, ამ პერიოდში, გრიპის ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდში ტესტირების ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. ამ კლინიკური სურათის მატარებელი ქვეყანაში მხოლოდ გრიპის ვირუსია.

თებერვლის მეორე კვირის მონაცემებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ქვეყანაში პიკი გადავლილი არ არის. პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, ჩამოცილდება 50%-ს, ანუ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 50%-ზე ნაკლები თუ დაფიქსირდა გრიპის შემთხვევები, თან ეს დაფიქსირება სტაბილური უნდა იყოს მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე პიკი გადავლილია.

ჯერჯერობით, ეს მაჩვენებელი მაღალია. ახლა ვართ ნამდვილად პიკის ეტაპზე”, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "საპატრიარქომ მიიღო პაციენტზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, ეს დასაფასებელია" - ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights