რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით

0
40
რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით
#post_seo_title

რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით

უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს  დარწმუნდი, რომ შენ და შენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე.

 

რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: 

  • დეჰიდრატაცია(გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
  • გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სითბური გამოფიტვა;
  • სითბური დაკვრა.

 

ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:

  • 75 წლისა და ზემო ასაკის ხანდაზმულები
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები
  • გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
  • ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)

 

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკსგადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზისმხარეს ჩამოაფარეთ  დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
  • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • მიიღეთდიდი რაოდენობით სითხე.

თავი აარიდეთ სიცხეს

  • გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
  • თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება).
  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
  • დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
  • არდატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

 

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად

  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. 
  • იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?

  • ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან.
  • ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც.
  • თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.
  • თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ანსითხის ბალანსზე.
  • შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.
  • თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით.

 

დავეხმაროთ ერთმანეთს

 თუ თქვენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:

  • თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.
  • მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
  • თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
  • ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
  • თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.
  • მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.
  • თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, რომ ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ

  • მედიკამენტი შეინახეთ 250C-ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)
  • თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 სითბურ დაავადებებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევებითგანსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგონებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუჯი ნიშნავს კარგ ჯანმრთელობას და ესთეტიურ სილამაზეს, თუმცა, დერმატოლოგები განმარტავენ, რომ ნამზეურევი ეს არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას.

გასათვალისწინებელიარომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების რისკის მომატებას.

მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.

მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა.

ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.

მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე დაიფინე ცივი კომპრესები, მიიღე ცივი აბაზანა, წაისვი ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.

მიმართეთ ექიმსთუ:

  • დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა,
  • განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ),
  • გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა.

 დაიმახსოვრეთ:

  • მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას
  • არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები

 

მზით დამწვრობის რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან:

  • ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ლურჯი თვალები.
  • 6 წელზე ნაკლები და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები.

 

მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:

  • შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელიაღრუბლიან ამინდშიც.
  • საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.
  • ყურადღება მიაქციეთ^ ულტრაიისფერ (უი) ინდექსს, რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს.
  • ატარეთ ღია ფერის (გამონაკლისია თეთრი ფერი), ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები  99-100%-ით დამცავი ეფექტით.
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისაგან

ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი ბავშვის ორგანიზმისთვის.

ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. რამდენადაც შესაძლებელია მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.

ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ  არსებულ სიმპტომს  შენიშნავთ:

  • სისუსტე
  • ძლიერი დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • ცხელება
  • ინტენსიური წყურვილი
  • შარდის შეკავება
  • გულის რევა
  • ღებინება
  • ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა
  • დაბუჟება
  • კუნთების ტკივილი
  • კუნთების სპაზმი
  • ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)

თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა),  გულსისხლძარღვთა და თირკმელების  დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში  გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ  ტელევიზორთან გატარებულ დროს.

ბავშვები ძლიერ სიცხეში შეიძლება გახდნენ დეპრესიულები. მაგალითად, მათთვის სტრესია  მკვდარი ცხოველების ან მცენარეების დანახვა. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს სიტუაციის მოსაგვარებლად და მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ბავშვებს ხშირად აქვთ კითხვები გარემოსთან დაკავშირებით, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ მათ კითხვებს ღიად და გულწრფელად, მაგრამ გაითვალისწინეთ, მიაწოდეთ ისეთი  ინფორმაცია, რომელიც მათ ასაკს შეესაბამება.

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რომელიც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას შვებას. ხოლო თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ მხოლოდ ერთი ოთახი
  • მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას
  • დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით
  • თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღიათ, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება

თუ თქვენი სახლი განსაკუთრებულად ცხელია

  • დაისვენეთ მაღალი ტემპერატურისგან –გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა
  • აბანავეთ ბავშვიგრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.
  • თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი უსაფრთხო მანძილზე ბავშვისგან და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება

 

თავიდან აიცილეთ ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება (ექსპოზიცია)

  • გადაანაწილეთ და დაგეგმეთ გარეთ გასვლა დღის უფრო გრილ პერიოდში
  • თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.
  • გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.

  

აირიდეთ მზის დასხივება

უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ შერჩეული ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერებში და დამზადებული იყოს ჰაერგამტარი მასალისგან.

  • ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 50C-ით უფრო გრილი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე.
  • თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი,რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.

დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.

  • არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.

მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული გამოიყენება უსაფრთხოა

 

მზადება  ძლიერი სიცხისთვის

  • იყავი ინფორმირებული ადგილობრივი ამინდის პროგნოზის შესახებ, და გეცოდინებათ როდის უნდა გამოიყენო დამატებითი საშუალებები უკიდურესი სიცხის თავიდან ასაცილებლად.
  • ყურადღებით აკონტროლეთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა
  • შეინარჩუნეთ ბავშვის ორგანიზმის ტენიანობა
  • დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით თქვენ შვილს სხვადასხვა სითხე დასალევად, სანამ მოწყურდება.
  • გაამხიარულეთ – მიეცი ფერადი ჭიქა საწოვარათი  და შეახსენეთ, რომ წყალი დალიოს ხელების ყოველი დაბანის შემდეგ.
  • ეცადეთ გახადოთ გემრიელი–არომატული წყალი ნატურალური ხილის წვენით, შესაძლოა უფრო მიმზიდველი იყოს ბავშვისთვის.
  • ეცადეთ უზრუნველყოთ ბვერი ბოსტნეულით და ხილით, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს.
  • აქციეთ ეს ყოველდღიურობად – დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ყოველი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ მიიღოს წყალი.

 

ზაფხული და გადამდები დაავადებები

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების შემთხვევათა 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.

თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადება-გადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიამტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.

წყლითა და საკვებით გადაცემადი დაავადებების თავიდან  აცილების მიზნით, გახსოვდეთ:

  • წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას,  წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
  • არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ანადუღარი წყალი უსაფრთხოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში;
  • სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და დეზინფიცირდება;
  • შეგროვილი, ანადუღარი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);
  • ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;
  • გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:

o     ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად

o     საკვების მოსამზადებლად

o     სასმელების დასამზადებლად

o     ყინულის მოსამზადებლად

o     ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის  გასარეცხად

o     ხელების დასაბანად

  • მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს თერმულად (შეიწვას ან მოიხარშოს);
  • მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
  • მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეფუთული, ხოლო თერმულად დამუშავებული პროდუქტი  – თავდახურულ ჭურჭელში;
  • უმი და მოხარშული პროდუქტის დასამუშავებლად იქონიეთ ცალ-ცალკე დაფები;
  • არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
  • საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
  • არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
  • სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
  • მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს   გამდინარე, სანდო ხარისხის წყლით, სასურველიახილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
  • სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;
  • თუ მაინც გადაწყვეტთ ზაფხულის პერიოდში კრემიანი ნამცხვრებისა და ტორტების საკვებად გამოყენებას, გახსოვდეთ რომ მათი შენახვა შეიძლება 00C -80C ტემპერატურაზე დამზადებიდან არა უმეტეს: ცილოვანი კრემებით და ხილით გაწყობილი – 72 საათი; ნაღების კრემით – 36 საათი; მოხარშული კრემით – 6 საათი; ათქვეფილი ნაღებით – 7 საათი;
  • დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
  • დაავადებათა კლინიკური ნიშნების გა­მო­ვ­ლენისთანავე აუცილებელია  მი­მა­რ­­თოთ ექიმს;
  • ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
  • დაუშვებელია თვით­მკურ­ნა­ლობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს  ქრო­ნიკული დაავადების ჩამოყალიბებას.

ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ცხოველისგან დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია უახლოესი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა ვაქცინაციის საკითხის გადასაწყვეტად.

საქართველოში გავრცელებული გველებიდან მხოლოდ ორი სახეობაა შხამიანი. გველისგან დაკბენის შემთხვევაში დაზარალებული დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ უახლოეს რაიონულ ცენტრში. რაიონულ ცენტრებში არსებული საავადმყოფოები მომარაგებულია გველის შხამის საწინააღმდეგო პრეპარატებით.

ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ აგვისტოში) მატულობს ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა და შესაბამისად ადამიანთა დასენიანების საფრთხეც. ცხოველების დაკვლა უნდა მოხდეს ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ, დაუშვებელია დაცემული ან/და ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. არ შეიძინოთ ხორცი თუ დარწმუნებული არ ხართ ხარისხის საიმედოობაში.

ლეიშმანიოზით (ლეიშმანიოზის რეზერვუარი ბუნებაში ძირითადად ავადმყოფი ძაღლებია) დასნებოვნების რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია გადამტანებისაგან (ფლებოტომუსები) თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას.

ფლებოტომუსებისა და კოღოებისგან თავის დაცვის მიზნით სასურველია ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელისა და რეპელენტების  (დამაფრთხობლები) გამოყენება. ანალოგიური წესები უნდა დაიცვათ ტკიპებისაგან თავის დასაცავადაც, დამატებით, ბუნებაში ყოფნისას სასურველია ატაროთ წინდებში ჩატანებული შარვალი. ტკიპებს ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ბორელიოზი და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ტკიპების გავცელების არეალში ყოფნის შემდეგ, საგულდაგულოდ დაითვალიერეთ სხეული – ტკიპას გამოვლენისა და მისი უსაფრთხოდ მოცილების მიზნით. გახსოვდეთ – ტკიპას დროული მოშორება სხეულიდან – დაინფიცირების რისკის შემცირების კარგი შესაძლებლობაა.დაუშვებელია ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.

გახსოვდეთ, რომ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში ფიქსირდება წითელას შემთხვევები. წითელა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და მისი პრევენციის ერთადერთი საშუალება – ვაქცინაციაა. დაბეჯითებით გირჩევთ 41 წლამდე ასაკის პირებმა გადაამოწმოთ საკუთარი აცრის სტატუსი და თუ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა არასდროს მიგიღიათ ან ვერ აღმოაჩენთ აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს – ჩაიტაროთ იმუნიზაცია წითელას წინააღმდეგ!

ასევე შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, აუცილებელია ბავშვთა აცრის სტატუსის კიდევ ერთხელ გადამოწმება და ასაკობრივად გამორჩენილი აცრების სკოლაში/ბაღში შეყვანამდე ჩატარება.
ოთახში ტემპერატურის შემცირების გზები ცხელი ამინდის პირობებში

გაზომვები კომენტარები
თერმომეტრის გამოყენება შიდატემპერატურის გასაზომად გაზომეთ ოთახის ტემპერატურა 8:00-10:00 სთ დროის შუალედში, 13:00 საათზედა ღამე 22:00 საათის შემდეგ.  ოთახის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს320C-ს დღის განმავლობაში და  320 C-ს ღამის განმავლობაში
ღამის ვენტილაციის გამოყენება გააღეთ ყველა ფანჯარა ღამის განმავლობაში და დილით ადრე, რათაგამოიყენოთ, ღამის ჰაერი ოთახის გასაგრილებლად,
ყველა ფანჯრის დახურვა დღისცხელ პერიოდში შეინარჩუნეთ სიგრილე ოთახში
ფანჯრების დაჩრდილვა იმ ოთახებში, სადაც დილის და შუადღის მზე უდგება, ფანჯრებზე ჩამოკიდეთდამჩრდილავი საშუალებები
შიდა გათბობის შემცირება გამორთეთ შუქი და ელექტრო-ხელსაწყოები ოთახში (გარდა მაცივრისა)
სველი პირსახოცების დაკიდება დაკიდეთ ოთახში სველი პირსახოცები, რომელიც გაგრილებასთან ერთად ჰაერსდაატენიანებს
ელექტროენერგიის დაზოგვა ეფექტურად გამოიყენეთ ელექტროენერგია, მაშინაც კი როდესაც კონდიციონერსიყენებთ გაგრილებისთვის. ეს აგაცილებთ თავიდან ელექტროენერგიისგათიშვის საფრთხეს ქვეყანაში
ტექნიკური ზომები
გარეთა დამჩრდილავებისგამოყენება ფანჯრებზე გარეთა დამჩრდილავების გამოყენება კარგ ეფექტს იძლევა (შიდადამჩრდილავებთან ერთად) სიცხის ოთახში შეღწევის შემცირებისთვალსაზრისით
ვენტილატორის გამოყენება ვენტილატორის გამოყენებას აქვს გარკვეული ეფექტი, როდესაც ტემპერატურა35°C-ზე ნაკლებია. თუ იგი აღემტება 35°C-ს, მაშინ  სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს ვერ აგვაცილებს თავიდან. ამასთან, ვენტილატორი უნდა იდგესოთახში ხალხისგან გარკვეული მანძილზე და არ უნდა იყოს პირდაპირმიმართული სხეულისკენ; ამავე დროს, აუცილებელია სითხეების მიღება
მობილური ამაორთქლებელიგამაგრილებლების გამოყენება მისი ეფექტი იზრდება ტემპერატურასთან ერთად და მცირდება ჰაერისტენიანობასთან ერთად
ტენიანობის შემცირება ტენიანობის შემამცირებელი ეფექტურია მაღალი ტენიანობის შემთხვევაში დაარა ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს.
ჰაერის ლოკალური კონდიცირება კონდიციონერის გამოყენებას სასურველი ეფექტი აქვს. თუმცაგასათვალისწინებელია, რომ იგი ძალიან ეფექტური უნდა იყოსელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, და ყურადღება უნდა მიექცესმისი გაწმენდის მდგომარეობას რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სხვაპრობლემები

 

რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს ჯანდაცვის პროფესიონალებისა და  მომვლელებისთვის:

საზოგადოების ინფორმირებისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს იმ პოპულაციურ ჯგუფებზე და ასევე მათ მომვლელებზე, რომლებიც სითბური დაავადებებისა დასიკვდილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: მაგ., ხანდაზმულები ან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.

რისკის ჯგუფებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ რჩევებს (მაგ, დიდი რაოდენობით წყლის მიღება და გრილ, კარგად კონდიცირებად გარემოში ყოფნა)ინფორმაციას პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ სამედიცინო, მათ შორის სასწრაფო დახმარების სერვისების საკონტაქტო დეტალებს.

რისკჯგუფები და ფაქტორები:

  • მოხუცები/ხანდაზმულები-შეცვლილია თერმორეგულაციის, საშარდე სისტემის ფუნქციები და ჯანმრთლობის სტატუსი; დაქვეითებულია ფიზიკური შესაძლებლობები.
  • ხანდაზმულიქალები – შეცვლილია/განსხვავებულია თერმოფიზიოლოგიური ფუნქციები.
  • ახალშობილები-თერმორეგულაციის სისტემა მოუმწიფებელია, სხეულის წონა დაბალია, ხოლო სისხლის  მოცულობა ნაკლები, დიარეის შემთხვევაში იზრდება დეჰიდრატაციის რისკი.დამოკიდებულები არიან მომვლელებზე.
  • ჯანმრთელობისმწვავე მდგომარეობები -მდგომარეობები, როგორიცაა თირკმლების მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, პნევმონია, ასუსტებსთერმორეგულაციის სისტემის შესაბამის/ადექვატურ მოქმედებას.
  • ჯანმრთელობისქრონიკული მდგომარეობები -აქვეითებს თერმორეგულაციის სისტემის ფუნქციონირებას, ზრდის დაავადებების გამწვავების რისკს. ამცირებს ინდივიდისშესაძლებლობებს შესაბამისად იზრუნოს საკუთარ თავზე.
  • შეზღუდულიშესაძლებლობები/საწოლს მიჯაჭვული მდგომარეობები -მომვლელზე დამოკიდებულება, ჯანმრთელობის ცუდი  სტატუსი.
  • ჰოსპიტალიზირებულები- ჯანმრთლობის ცუდი სტატუსი,  ჰაერის ცუდი კონდიცირება.

 

სხვა რისკფაქტორები:

  • დაბალისოციოეკონომიკური სტატუსი (დაბალი შემოსავალი, სიღარიბე); განათლების დაბალი დონე –  ქრონიკული დაავადებების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, ცხოვრებისარადამაკმაყოფილებელი პირობები.
  • უსახლკაროები – თავშესაფრის არარსებობა, თანმხლები ქრონიკული დაავადებები (ფიზიკური, ფსიქიკური).
  • სოციაურიიზოლაცია -სამედიცინო და მედიკამენტური დახმარების მიწოდების შეფერხება.
  • ჰაერისკონდიცირების სისტემის არარსებობა/ნაკლებობა -გარემოს მაღალი ტემპერატურის  ხანგრძლივი ზემოქმედება ხელს უშლის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მექანიზმებისაღდგენას.

 

გარემო ფაქტორები:

  • ჰაერისდაბინძურება – მაღალი ტემპერატურისა და დაბინძურებული ჰაერის კომბინირებული ზეგავლენა.
  • ცუდისაცხოვრებელი პირობები – ბოლო/ზედა სართულზე ცხოვრება, ან ბევრი მობინადრე ცუდად ვენტილირებად პირობებში.
  • ურბანულიარე -ქალაქებში გარემოს ტემპერატურა გარეუბნებთან შედარებით მაღალია.
  • ხშირად, რისკფაქტორების დაჯგუფება ხდება  განსაკუთრებით მაღალ რისკებად. მაგ, მდედრობითი სქესი და ხანდაზმულობა ქრონიკული დაავადებით, რასაც ერთვის სოციალურად იზოლირებული მდგომარეობა და ზედა/ბოლო სართულზე ცხოვრება. მაღალი რისკი მქონე ინდივიდები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მოსახლეობის დაუცველი ჯგუფებისადმი აქტიური და სპეციფიური მიდგომებია საჭირო, როგორიცაა ვიზიტები და სატელეფონო ზარები. აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო ფურცლები და ბროშურები მსგავსსიტუაციებში ნაკლებად ეფექტურია.
  • სხვაპოპულაციური ჯგუფები, რომლებიც ასევე სპეციფიურ ინფორმირებას საჭიროებენ არიან სპორტსმენები, ტურისტები და ახალშობილთა მშობლები.
  • ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ გარემოს მაღალი ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში

ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები, თუმცა ინფექციური დაავადებები, ცხელებები, გასტროენტერალური დაავადებები, კანის ინფექციები აგრთვე წარმოადგენენ რისკფაქტორებს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ასოცირებული სიკვდილიანობისათვის.

დაავადება/ჯანრთელობის მდგომარეობა გართულების განვითარების მექანიზმი სამეცნიერო მტკიცებულება
დიაბეტი და ენდოკრინული სისტემისსხვა დაავადებები ტიპი 1 და 2 დიაბეტის არსებობისშემთხვევაში ხდება სითბოს განაწილების დააორთქლების მექანიზმების დარღვევა,აგრეთვე დაქვეითებულია ორგანიზმის მიეროფლის გამოყოფის უნარი Bouchama et al., 2007 Kovats & Hajat, 2008 Kenny et al., 2010

Schifano et al., 2009

დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტიპისდაავადებებით შეიძლება დაქვეითებულიჰქონდეთ სიცხესთან დაკავშირებულირისკების აღქმის უნარი, ისინიგანსაკუთრებით არიან დამოკიდებულნიდამხმარე პირებზე. გარდა ამისა, ამადამიანების მიერ გარკვეული პრეპარატებისჯგუფების გამოყენება ხელს უშლისორგანიზმის თერმორეგულაციის პროცესს Belmin et al., 2007

Faunt et al., 1995

ალკოჰოლის, ნარკოტიკული   დაარალეგალური სამკურნალოსაშუალებების გამოყენების შედეგადგანვითარებული ჯანმრთელობისგართულებები ამ ნივთიერებების გამოყენების შედეგადხდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური პასუხისცვლილება სიცხის ზემოქმედებაზე, აგრეთვემნიშვნელოვანია ქცევის ცვლილებები,რომელსაც ეს ნივთიერებები იწვევენ Kovats & Hajat, 2008

 

ფსიქიური აშლილობები დამხმარე პირებზე დამოკიდებულებისმაღალი დონე და სპეციფიური პრეპარატებისგამოყენება ხელს უშლის ორგანიზმისბუნებრივი თერმორეგულაციის პროცესს Bouchama et al., 2007

Kovats & Hajat, 2008

ნევროლოგიური დაავადებები.

(მაგ. პარკინსონის დაავადება და სხვა)

პოტენციურად დაქვეითებული ცნობიერებადა დამოუკიდებლათ გადაადგილებისუნარის არ ჰქონა,  დამხმარე პირებზედამოკიდებულების მაღალი დონე დასპეციფიური პრეპარატების გამოყენება ხელსუშლის ორგანიზმის ბუნებრივთერმორეგულაციის პროცესს Kovats & Hajat, 2008

 

გულსისხლძარღვთა დაავადებები(ჰიპერტენზია, კორონარულიუკმარისობა და სხვ.) დაქვეითებული თერმორეგულაციის უნარისადა დეჰიდრატაციით გამოწვეულმათირკმლების ფუნქციის მოშლამშესაძლებელია გამოიწვიოს გულის რითმისდარღვევები ან უკვე არსებული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება.ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისშემთხვევაში, ამ ფაქტორების ზემოქმედებისშედეგად შესაძლებელია განვითარდესცერებრალური იშემია Carberry, Shepherd & Johnson, 1992

Keatinge et al., 1986

Kenny et al., 2010

სასუნთქი გზების ქრონიკულიდაავადებები მაღალი ტემპერატურისა და დაბინძურებულიჰაერის ერთობლივმა ზემოქმედებამშესაძლებელია გამოიწვიოს უკვე არსებულისასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებებისგართულება (მაგ. ასთმა და ქრონიკულიბრონქიტი); აგრეთვე, გაძნელებულიაზედმეტი სითბოს დისპერსია ფილტვებისმეშვეობით Ren et al., 2008

Sprung, 1980

Stafoggia et al., 2008

Schifano et al., 2009

თირკმლის უკმარისობა და თირკმლისკენჭოვანი დაავადება ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლისთანაფარდობის დარღვევის შედეგათგამოწვეული თირკმლების ფუნქციისმოშლამ თავისმხრივ შეიძლება გამოიწვიოსჰიპერთერმია და დეჰიდრატაცია,განსაკუთრებით მოხუცებულებში Flynn, McGreevy & Mulkerrin, 2005

 

სიმსუქნე და ჭარბწონიანობა

 

სხეულის მასისა და ზედაპირს შორისთანაფარდობის დარვევის შედეგად ხდებაგაცემული სითბოს მოცულობის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმისთერმორეგულაციას Herman et al., 2007, Kenny et al., 2010

 

იმ ადამინებისათვის, რომლებსაც აქვთ ზემოთაღნიშნული დაავადებები და მათი მომვლელებისათვის რეკომენდირებულიაექიმთან კონსულტაცია ზაფხულის დაწყებამდე.

 

მედიკამენტების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე გარემოს მარალი ტემპერატურის დროს

მედიკამეტების გამოყენების შემთხვევაში შისაძლებელია მოხდეს ორგანიზმის ბუნებრივი თერმორეგულაციის მექანიზმისდარღვევა, რაც, თვისმხრივ, შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.

მედიკამეტების ჯგუფი ზემოქმედების მექანიზმი
ანტიქოლინერგული პრეპარატები

 

აქვეითებს ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს და ხელს უშლის ანამცირებს ოფლის გამოყოფას
ანტიფსიქოზური პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას, ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს,სისტოლურ წნევას და ვაზოდილატაციას
ანტიჰისტამინური პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას და სისტოლურ წნევას
პარკინსონის სამკურნალო პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას და სისტოლურ წნევას. შეიძლებაგამოიწვიოს თავბრუსხვევა და სივრცეში ორიენტაციის უნარისდაქვეითება
ანტიდეპრესანტები

 

ამცირებს ოფლის გამოყოფას. ამ ჯგუფის ზოგიერთ პრეპარატს შეუძლიადააქვეითოს ორგანიზმის თერმორეგულაციის და სივცეში ორიენტაციისუნარი
ანქსიოლიზური პრეპარატები

 

აქვეითებს ოფლის გამოყოფას. ამ ჯგუფის ზოგიერთ პრეპარატს შეუძლიაგამოიწვიოს გულის რიტმის შემცირება, რაც ხელს უშლის ორგანიზმიდანზედმეტი სითბოს გაცემას ვაზოდილატაციის მეშვეობით
ბეტა–ბლოკერები და ანტიადრენერგულიპრეპარატები აფერხებს ზედაპირული სისხლძარღვების დილატაციას, რაც ამცირებსორგანიზმის მიერ სითბოს გაცემის უნარს
სიმპათომიმეტური პრეპარატები

 

მოწყვლადი პაციენტების ჯგუფში ზრდის ჰიპოტენზიის განვითარებისალბათობას
ანტიჰიპერტენზიული და დიურეზულიმოქმედების პრეპარატები შესაძლებელია გამოიწვიონ  დეჰიდრატაცია და სისხლის წნევისდაქვეითება
ეპილეფსიის სამკურნალოდ მოწოდებულიპრეპარატები შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სივცეში ორიენტაციის უნარისდაქვეითება

 

 

სამედიცინო პერსონალისთვის:

·         მიეცით მოსახლეობას რჩევა, ცხელი ამინდის განმავლობაში და  სითბური ტალღების დროს მიიღონ მეტი სითხე

·         „სვით მეტი სითხე“, ნიშნავს მიიღოთ სითხის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა კომპენსაციისთვის  დეფიციტის დროს (ამ დროს,ორგანიზმიდან სითხე ძირითადად გამოიყოფა შარდის და ოფლის სახით)

·         ცხელი ამინდის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს სითხე იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ სწყურია. ეს განსაკუთრებით ეხებათმოხუცებს, რომელთაც დაქვეითებული აქვთ წყურვილის გრძნობა.

·         სითხის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია, გულ-სისხლძარღვთა გართულებები, ინსულტი დაგარდაცვალებაც კი. გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი და სხვა ხსნადი ნივთიერებების შემცველი სასმელები (20-50 მმოლ/ლსასმელი) ამცირებს შარდის გამოყოფას და ხელს უწყობს ორგანიზმს სითხის ბალანსის აღდგენაში.

·         თითოეული ხანდაზმული პირი ან პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ რჩევას სითხის მიღებასთან დაკავშირებით,  მათიჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ცალკეული პირის დიფერენციაცია შეიძლება შემდეგნაირად:

·         ჯანმრთელი ხანდაზმული ადამიანი;

·         სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომლის რისკები გაზრდილია სითბური სტრესისთვის, რაც გამოიხატებაჰემოკონცენტრაციაში (იზრდება სისხლის სიბლანტე, წითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობა), ასევე შესაძლებელიაგანვითარდეს კორონარული არტერიების თრომბოზი, თავის ტვინის იშემია და თირკმლის უკმარისობა.

·         პაციენტი, რომელსაც ანამნეზში აქვს ინსულტი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, კორონარული მოვლენები, თირკმლის უკმარისობა ანდემენცია.

 

ინფორმაცია ზოგადი პროფილის ექიმებისთვის

·         პრევენციული მიდგომის განვითარება

·         გადაჭარბებული სიცხის ზემოქმედების დროს თერმორეგულაციის და ჰემოდინამიკის ცვლილებების საპასუხო რეაგირება

  • სიცხით გამოწვეული დაავადებების კლინიკური გამოვლინებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • მზის დარტყმის ადრეული ნიშნების ცნობა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას
  • გამაგრილებელი ზომების მიღება და რეანიმაციული ღონისძიებები (ადრეული ნიშნების გამოვლენის და საავადმყოფოსგარეთ მკურნალობის შემთხვევაში)
  • რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების იდენტიფიცირება და მოსახლეობის წამახალისებელი განათლება, სიცხით გამოწვეულიდაავადებების და მათი პრევენციის შესახებ (განსაკუთრებით მოხუცთა მომვლელებისა და ახალშობილი ბავშვებისმშობელთათვის
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა წინასაზაფხულო სამედიცინო შეფასება და სათანადო რჩევების მიცემაყოველდღიური ზრუნვისთვის (სიცხისთვის თავის არიდება, სითხისა და მედიკამენტების მიღება
  • ცხელი ამინდის და სითბური ტალღების დროს საჭიროა დანიშნული მედიკამენტების დოზის გათვალისწინება, რადგანდადგენილია მათი პოტენციური  გვერდითი ეფექტები
  • გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალურ დონეზე, რადგან ამჟამად არ არის რაიმე სტანდარტი ანრეკომენდაცია მაღალი ტემპერატურის პირობებში მედიკამენტების შეცვლასთან დაკავშირებით
  • მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება შეამციროს მედიკამენტების ეფექტურობა, წამლების უმეტესობა ინახება 250Cტემპერატურაზე, ხოლო სამარაგო წამლები ინახება და ტრანსპორტირდება შესაბამის, მედიკამენტის დანართშიმითითებულ ტემპერატურაზე
  • აუცილებელია მონიტორინგი მედიკამენტოზურ თერაპიასა და სითხის მიღებაზე, განსაკუთრებით მოხუცებში და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში

 

პაციენტის განათლებაკონსულტირება და ინფორმირება:

·         მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საინფორმაციო არხების გამოყენებით

·         მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ქცევის მართვა, მედიკამენტების და სითხის მიღება კლინიკური მდგომარეობისგათვალისწინებით

·         აუცილებელია მოსახლეობისათვის ინფორმირება სასწრაფო დახმარების, სოციალური და სამედიცინო მომსახურებისსაკონტაქტო მონაცემების შესახებ

 

ინფორმაცია ზრუნვის სახლების მენეჯერებისთვის:

·         აუცილებელია დაწესებულებაში გრილი გარემოს შენარჩუნება და პაციენტთა და ამ დაწესებულებაში მცხოვრებნი დაცვა სიცხისგან

·         აკონტროლეთ შენობის შიდა ტემპერატურა, უზრუნველყავით სულ მცირე ერთი გრილი ოთახი, (მაგალითად, ოთახი, სადაც არისკონდინციონერი და ტემპერატურა 250C-ზე დაბალია); შეიყვანეთ დაწესებულებაში მცხოვრებნი ამ ოთახში, დღეში რამდენიმესაათით მაინც

·         სთხოვეთ ზოგადი პროფილის ექიმს, გასინჯოს აქ მცხოვრები, რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონეპაციენტები

·         დააწესეთ მონიტორინგი დაწესებულებაში მცხოვრებთათვის სითხის მიღებაზე; შესთავაზეთ უალკოჰოლო, უშაქრო სასმელები

·         აკონტროლეთ მათი სხეული ტემპერატურა, პულსის სიხშირე, სისხლის წნევა და ჰიდრატაცია

·         თვალი ადევნეთ ადრეული ნიშნების გამოვლენას, რომელიც მიუთითებს სიცხესთან დაკავშირებულ დაავადებებზე და,საჭიროების შემთხვევაში, დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა

·         მიაწოდეთ ინფორმაცია, გადაამზადეთ სამედიცინო პერსონალი და საჭიროების შემთხვევაში, გაზარდეთ მათი რიცხვი

 

სამედიცინო პროფესიონალებისათვისსიცხისგან გამოწვეული მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა და მათი მართვა

მდგომარეობა ნიშნები და სიმპტომები მართვა
გამონაყარი  სიცხის გამო

 

მცირე წითელი ფერის გამონაყარი (იწვევსქავილს) ჩნდება სახეზე, კისერსა დაგულმკერდის ზედა მიდამოში, აგრეთვესაზარდულის არეში. შეიძლება აღინიშნოსნებისმიერ ასაკში, მაგრამ უმეტესწილადდამახასიათებელია ადრეული ბავშვობაში.შესაძლოა დაერთოს სტაფილოკოკურიინფექციაც. დაკავშირებულია მაღალიტემპერატურით გამოწვეულ ოფლიანობასადა ნოტიო ჰავასთან. გამონაყარი არ ექვემდებარება რაიმესპეციფიკურ მკურნალობას. ოფლიანობისშემცირება, კონდიცირებადი ჰაერისგარემოში დარჩენა, შხაპის ხშირი მიღება დაღია ფერის ტანისამოსის ტარება საუკეთესოსაშუალებაა. ანტიჰისტამინური დაანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებაამცირებს დისკომფორტს და მეორადიინფექციის წარმოშობის რისკს.
სიცხისგან გამოწვეულიედემა (შეშუპება)

 

შეშუპება ვითარდება ქვედა კიდურებში(ჩვეულებრივ მუხლებში), რომელიც ჩნდებასიცხის სეზონის დაწყებისთანავე. ესდაკავშირებულია სიცხით გამოწვეულივაზოდილატაციით (სისხლძარღვებისგაფართოებით) და წყლის და მარილისშეკავებით. მკურნალობა არ არის საჭირო.ექვემდებარება აკლიმატიზაციას.დიურეტიკების გამოყენება არ არისრეკომენდებული.
სიცხისგან გამოწვეულისინკოპე

 

ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა. რომელიცხშირია კარდიოვასკულური დაავადებისმქონე პაციენტებში, ან დიურეტიკების(შარდმდენების) მიღებისას. დაკავშირებულია დეჰიდრატაციასთან(სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა),პერიფერიულ ვაზოდილატაციასა და ვენურისისხლის მოძრაობის გაძნელებასთან. უნდა მოვათავსოთ გრილ ადგილას,დავაწვინოთ ზურგზე და ვენური სისხლისმოძრაობის გაუმჯობესების მიზნით ფეხებიავუწიოთ ზევით. აუცილებელია სხვამიზეზების  მართვაც
სიცხისგან გამოწვეულიკრუნჩხვები (მოძრაობისშეზღუდვები)

 

აღინიშნება კუნთების მტკივნეული სპაზმები,განსაკუთრებით, ფეხებში, ხელებსა და/ანმუცლის მიდამოში. ჩვეულებრივ ეს ხდებავარჯიშის დასრულების დროს.დაკავშირებულია  მაღალი ტემპერატურისპირობებში ორგანიზმის მიერ სითხის(ამასთან ელექტროლიტების) დიდირაოდენობით დაკარგვასთან და კუნთებისგადაღლასთან. რეკომენდებულია დაუყოვნებლივ გადაყვანა გრილ ადგილას და კუნთებზემსუბუქი მასაჟების გაკეთება (გაჭიმვები). აგრეთვე პერორალური რეჰიდრატაციაელექტროლიტების შემცველი ხსნარებით.სამედიცინო ჩარევები საჭირო ხდება თუკრუნჩხვები მიიღებს სტაბილურ ხასიათსდა დრო გადააჭარბებს ერთ საათს.
სიცხისგან გამოწვეულიგამოფიტვა.

 

სიმპტომები: ინტენსიური წყურვილი,სისუსტე,  მოუსვენრობის მდგომარეობა,თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.ტემპერატურა შეიძლება იყოს ნორმალური,სუბნორმალური ან მცირედ მომატებული(<400C). შეიძლება აღინიშნოს  ძაფისებურიპულსი, დაბალი წნევა (პოსტურალურიჰიპოტენზია) და გაძნელებული(გაიშვიათებული სუნთქვა). გონებრივიცვლილებები   არ შეინიშნება. ყოველივე ესშესაძლოა დაკავშირებული იყოს წყლის და/ანელექტროლიტების კარგვასთან  ან მაღალიინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვასთან(ვარჯიშთან) გარემოს მაღალიტემპერატურის პირობებში. პაციენტი უნდა გადავიყვანოთ გრილოთახში (ან სადაც ჰაერის კონდიციონერია). გავხადოთ ტანსაცმელი დაგაგრილებისთვის გამოვიყენოთ ცივი სველიზეწარი ან ცივი წყლის „სპრეი“, ზურგზედავაწვინოთ და ფეხები ავუწიოთ ზევითვენური სისხლის მოძრაობისგაუმჯობესების მიზნით, და დავიწყოთპრორალური ჰიდრატაცია. თუ პაციენტსაღენიშნება ღებინება მაშინ სითხისაღსადგენად გამოიყენება ინტრავენურიმეთოდი.   იმ შემთხვევაში თუ აღინიშნებაჰიპერთერმია (>390C), სტაბილურადდაბალი წნევა და გონების დაბინდვა,პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნასსტაციონარში.

 

სამედიცინო პროფესიონალებისათვის:

სითბოს დაკვრით“ მიღებული სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის მართვა.

 

მდგომარეობა ჩარევა მიზანი
სტაციონარის გარეთ
სიცხესთან  ექსპოზიცია (სითბოსტალღა, ზაფხულის სეზონი, „დაძაბული“ ვარჯიში)

 

მენტალური სტატუსის ცვლილება(მოუსვენრობის მდგომარეობა,ბოდვები, კომა)

ტემპერატურის გაზომვა. თუ >40°C გრილადგილას გადაყვანა, ტანსაცმლის მოშორება,ცივი პაკეტების დადება კისერზე; სიგრილისშენარჩუნება; ფანჯრების ღიად დატოვება სანამხდება პაციენტის გაგრილება 25-30°C წყლის„სპრეის“ გამოყენებით. ჟანგბადის დანიშვნა 4ლ/წთ. იზოტონური კრისტალოიდების მიცემადა პაციენტის გადაყვანა გადაუდებელიდახმარების დეპარტამენტში. დიაგნოზის დასმა. ტემპერატურისდაწევა <39.4°C; სიგრილისშენარჩუნება. ასპირაციის რისკისმინიმუმამდე დაყვანა; ჟანგბადითარტერიალური გაჯერება >90%.
სტაციონარში
ჰიპოთერმია დიაგნოზის დაზუსტება. კანის და რექტალურიტემპერატურის მონიტორინგი; გაგრილებისგაგრძელება.

 

კანის ტემპერატურის შენარჩუნება>30°C; გაგრილების შეწყვეტა როცარექტალური ტემპერატურა იქნება<39.4 °C.
რესპირატორული დარღვევები ინტუბაცია აერის გამტარობის შენარჩუნება დაოქსიგენიზაციის გაზრდა(ჯანგბადით არტერიალური გაჯერება > 90%)
ჰიპოტენზია ვაზოსუპრესორების გამოყენება დაცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი. წნევის მაჩვენებლების გაზრდა>60mmHg.
რაბდომიოლიზი ფუროსემიდის და მანიტოლის ინტრავენურიგამოყენება, ან ნატრიუმის ბიკარბონატისინტრავენური გამოყენება.

შრატში კალიუმის და კალციუმის რაოდენობისმონიტორინგი (ჰიპერკალიემიის პრევენცია)

მიოგლობინით გამოწვეულითირკმლის დაზიანების პრევენცია. დიურეზის ხელშეწყობა და შარდისალკალინიზაციის უზრუნველყოფა.
გაგრილების შემდგომ კარდიალური არითმიის პრევენცია
ორგანოთა მრავლობითი სისტემებისდისფუნქცია არასპეციფიკური თერაპიის გამოყენება ორგანოების ფუნქციონირებისაღდგენა
 
 

 

ტყის ხანძრები – რეკომენდაციები მოსახლეობას

ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით, გოგირდის დიოქსიდითა და ორგანული მინარევებით.

ზემოქმედების  ტიპი შესაძლო პრობლემები
მწვავე ეფექტები ·        დამწვრობა

·        ფილტვის ფუნქციის გაუარესება (დისტრეს სინდრომი)

·        ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების გამწვავება

·        ასთმა და სხვა მწვავე რესპირატორული პრობლემები ბავშვებში

·        გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება

ქრონიკული ეფექტები ·        ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შეტევების გახშირება

·        ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ახალი შემთხვევები

·        სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება და სიცოცხლის ხანგრძლივობისშემცირება

სხვა შესაძლო რისკები ·       ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობისგამო)

·       სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ავადობის/სიკვდილობის რისკი

·       ბარიერები რუტინული ჯანდაცვითი სერვისების ხელმისაწვდომობისმხრივ

მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები:

  • პირები ჯანმრთელობის უკვე არსებული, ქრონიკული პრობლემებით (ასთმა და სხვა რესპირატორული დაავდებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები)
  • ხანდაზმულიადამიანები, ბავშვები და ორსული ქალები
  • მწეველები
  • მეხანძრეები, მაშველები

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:

  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების ეპიზოდების დროს დარჩით შენობაში, განსაკუთრებით ბავშვები და ხანშიშესულები;
  • ეცადეთ ბინაში შეინარჩუნოთ შედარებით დაბალი ტემპერატურა, არ გააღოთ ფანჯრები;
  • კონდენციონერი იცავს ინდივიდს სიცხისა და დაბინძურებული ჰაერისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:

o    თუ კონდიციონერს აქვს, როგორც „გარე“, ისე „რეცირკულაციის“ მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში ჩართეთ მხოლოდ რეცირკულაციის რეჟიმი;

o    შესაძლებლობისამებრ შეუცვალეთ კონდენციონერს ფილტრი და დაუყენეთ მაღალი ეფექტურობის ფილტრი;

o    ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა;

o    სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებებში არსებული სავენტილაციო სისტემები მექანიკურია და განსხვავებულ მიდგომასა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

  • უზრუნველყავით ჰაერის დამაბინძურებელი ყველა სხვა წყაროს ლიკვიდაცია; კერძოდ, სიგარეტის გამონაბოლქვი, პროპანის გაზის ან შეშის ღუმელის გამოყენება, აეროზოლების მიმოფრქვევა, საკვების შეწვა
  • განსაკუთრებით მოწყვლადმა (რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პაციენტები) პირებმა  უნდა გამოიყენონ რესპირატორი
  • გარეთ გასვლისას ხანძრით დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღაბი. გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი უნდა ფილტრავდეს ძალიან მცირე ნაწილაკებს და ჰერმეტულად იცავდეს ცხვირისა და პირის ღრუს.
  • ქრონიკული რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირები დაბინძურებული ჰაერის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან და ესაჭიროებათ დაცვის სხვა მექანზმებიც და სამედიცინო მომსახურეობისადმი ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია
  • ეცადეთ გადახვიდეთ კარგი ვენტილაციის მქონე გაგრილებულ ადგილას.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ