სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ პლატინიუმის სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს

„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ პლატინიუმის სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ გასულ წელს „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტები სრულად დააკმაყოფილა და პლატინიუმის ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა. კლინიკის გუნდისთვის ეს იყო შრომატევადი და საინტერესო პროცესი, რომლის აქტიური მხარდამჭერი იყო ჰოსპიტლის დამფუძნებელი – “ევროპის უნივერსიტეტი”.

„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ პლატინიუმის სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს | sheniekimi.ge | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლებმა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს პლატინიუმის სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს | sheniekimige

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გენერალურ დირექტორს ზაზა სოფრომაძეს და აკრედიტაციის მენეჯერს, დირექტორის მოადგილეს მაია ცანავას პლატინიუმის სერტიფიკატი გადასცეს: „აკრედიტაცია კანადის“ ვიცე-პრეზიდენტმა კატერინა ტარასოვამ, „აკრედიტაცია კანადის“ ევროპის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, იულია შჩერბინამ, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელმა საქართველოში პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.

„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გუნდს მიულოცეს, რომ კლინიკებს შორის უმაღლესი შეფასება „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალში ძალიან მაღალი ხარისხი და სტანდარტია.

სერტიფიკატის გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდა „ჯო ენის“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ანი ალადაშვილი, პაციენტთა საბჭოს კოორდინატორი იოსებ დემეტრაშვილი და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ თანამშრომლები.

„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ პლატინიუმის სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მისია ყოველთვის იყო პროფესიონალთა გუნდის მიერ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჰოსპიტალი ორიენტირებულია ქვეყნის მოსახლეობას მიაწოდოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სერვისები. ჰოსპიტალში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო განათლებას, ინფორმირებულობასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და უახლოეს მომავალში გაფართოებული სამედიცინო სერვისებით და ინფრასტრუქტურით წარვდგებით პაციენტების წინაშე. „აკრედიტაცია კანადის“ პლატინიუმის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას”, – განაცხადა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომლებს ვეხმარებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში" - "აკრედიტაცია კანადას" ექსპერტი, ალესანდრო ბურიანი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights