პარასკევი, ივლისი 11, 2025
მთავარისამინისტრო"ცდილობენ რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ, ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს, ჯანმრთელობის დაცვის...

“ცდილობენ რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ, ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს, ჯანმრთელობის დაცვის მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება”-მიხეილ სარჯველაძე

„აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს ყოველგვარი გაცხადება, რომლითაც ცდილობენ, რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტული ჯგუფების განცხადებას, რომლითაც ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ ე.წ. საფრთხეებზე საუბრობენ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული განცხადებები სამინისტროსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას. “ასეთი ტიპის განცხადებები ზოგიერთი ექსპერტისგან, ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებისგან, მომრავლდა ბოლო ხანებში მართლაც. იმდენად დაუსაბუთებელია ასეთი განცხადებები, ეს არ იქნებოდა საყურადღებო, რომ არა ერთი ფაქტორი – ჯანდაცვაზეა საუბარი, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი ნიშანი არ არსებობს საიმისოდ, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება არსებობდეს ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. ყველაფერი რაც დაგეგმილია, ბუნებრივია ხორციელდება გეგმის გათვალისწინებით. საქართველოს ჯანდაცვა რა თქმა უნდა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს - მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights