მითი და სინამდვილე მარილთან დაკავშირებით

0
397
მარილის მაღალმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს გაფანტული სკლეროზის განვითარებას
#post_seo_title

მითი და სინამდვილე მარილთან დაკავშირებით

მითი 1: ჩემს ულუფას დამატებით მარილს არ ვამატებ, ამდენად, მარილის ჭარბ რაოდენობას არ მოვიხმარ.

სინამდვილე: მოხმარებული მარილის თითქმის 75%-ს ადამიანები  იმ პროდუქტებიდან ღებულობენ, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევენ, როგორიცაა პური, ყველი და სხვა მზა პროდუქტები, ასე რომ, ადამინების უმრავლესობა მარილის ჭარბ რაოდენობას მოიხმარს გაცნობიერების გარეშე.

მითი 2: რადგან მაღალი არტერიული წნევა არ მაწუხებს, მარილის მოხმარების შეზღუდვა არ მჭირდება.

სინამდვილე: არტერიული წნევის დონე ასაკთან ერთად მატულობს და ზრდის დაავადების განვითარების რისკს, თუ ადამიანები ნაკლებ მარილს მოიხმარენ, ასაკის მატებასთან ერთად დაავადების რისკი ნაკლები იქნება.

მითი 3: მხოლოდ ზღვის მარილს მოვიხმარ, რომელიც ნაკლებად საზიანოა.

სინამდვილე: ზღვის და სუფრის მარილში ნატიუმის ქლორიდის შემცველობა თითქმის თანაბარია, ამდენად, ორივე მათგანი ჭარბი მოხმარებისას თანაბარ ზიანს აყენებს მოსახლეობას.

მითი 4: თუ პროდუქტი მარილიანია, ეს ადვილი შესამჩნევია.

სინამდვილე: მრავალი პროდუქტი „დაფარულ“ მარილს შეიცავს – საკვებად გამოყენებისას მარილიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა მარილს ჭარბად შეიცავს.

მითი 5: უმარილო სადილი უგემურია.

სინამდვილე: მარილის მოხმარების შეზღუდვიდან 3 კვირაში გემოვნებითი რეცეპტორები უფრო მგრძნობიარე ხდებიან, ასე რომ ნაკლები მარილით იგივე არომატს გრძნობს ადამიანი.

მითი 6: მჭირდება მარილის ჭარბი რაოდენობა, რადგან ფიზიკურად აქტიური ვარ და ოფლთან ერთად დიდი რაოდენობით მარილს ვკარგავ.

სინამდვილე:  გახსოვდეთ, ოფლთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით მარილი გამოიყოფა და რადგანაც ადამიანები მას ისედაც ჭარბად მოიხმარენ, ფიზიკურად აქტიურებს დამატებითი დოზების მიღება არ სჭირდებათ.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვებასთან დაკავშირებული რჩევები COVID-19 -ის დროს მოზრდილთათვის

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ