სამშაბათი, მაისი 13, 2025
მთავარიშენი ექიმიენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე

ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე, გვესაუბრება წონის კლების რეკომენდაციებზე.

ქართული სადღესასწაულო დღეების, მრავალფეროვანი და მაღალკალორიული საკვები პროდუქტების გადამეტებული მიღების შემდგომ, წონის კორექციის საკითხი მეტად აქტუალური ხდება არამხოლოდ ჭარბწონიანთა, ან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა, არამედ ნორმალური წონის მქონე ადამიანთა შემთხვევაშიც.

წონის დასაკლებად გამიზნული კვების რეჟიმი მოიცავს კომპლექსურ მიდომას, რომელიც ითვალისწინებს:

  1. რეჟიმულ, 3-ჯერად, ბალანსირებულ კვებას მცირე ულიფებით.
  2. სასმელი წყლის მიღებას ყოველი ძირითადი კვების წინ (დაახლ. 2.5ლ მდე დღეში). ალკოჰოლის გამორიცხვას, მარილის შეზღუდვას.
  3. საკვებ რაციონში წვნიანი (უცხიმო ხორცის) კერძების უპირატესობას, საკვები-ბოჭკოს უჯრედისის ჩართვას, რომელსაც შეიცავს: ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი, პარკოსნები, თხილეული.
  4. შაქრის შემცვლელი ნებისმიერი ტკბილი დესერტების, საკონდიტრო ნაწარმის, ტკბილი გაზიანი სასმელების, სწრაფი კვების პროდუქტების, ცომეულის და ცხიმიანი პროდუქტების გამორიცხვას.
  5. კვების სწორი თანმიმდევრობის დაცვას – ბოსტნეული>>> ცილოვანი საკვები, შემდგომ ნახშირწყლოვანი პროდუქტები და ბოლოს დესერტი.
  6. ნაწლავთა მიკრობიოტას ფუნქციის მოწესრიგება, რადგან მაღალკალორიული და ტკბილი-საკონდიტრო ნახშირწყლოვანი საკვების და თუნდაც ალკოჰოლის მიღების ფონზე – თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანების ნიშნები-სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის მიდამოში, შებერილობა, გულძმარვა, გულისრევა, ყაბზობა.
  7. ცელიაკიით დაავადებულ პირებში უგლუტეინო პროდუქტების გამოყენებას.
  8. ფიზიკური აქტივობის გაზრდა ( სწაფი ტემპით სიარული 5-6 კმ/სთ კვირაში 3 დღე, + კარდიო-ვარჯიშები),
  9. სრულფასოვანი ძილის რეჟიმი.
  10. სტრესის მართვა. განტვირთვის დღეების მოწყობა თვეში 2-3 ჯერ.
  11. ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ჰორმონულმა პათოლოგიამ თავად შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სიმსუქნე, მათი გამოკვლევის მიხედვით კი შეირჩევა შესაბამისი პრეპარატები.

* გახსოვდეთ : წონის ნელი ტემპით კლება (თვეში 4 კგ.მდე) ბევრად ჯანსაღი და ხანგრძლივვადიანია ვიდრე , უკიდურესად დაბალკალორიული მონოდიეტები და მითუფრო შიმშილობა,

* წონის ჯანსაღ დიაპაზონში შენარჩუნება მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთ დაავადებათა რისკებს როგორიცაა: ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულ-სისხლძარღვთა

დაავადებები, ღვიძლის გაცხიმოვნება, სხვადასხვა ორგანოთა ავთვისებიანი სიმსივნეები, საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი, უშვილობა, ორსულთა დიაბეტი და წარმოადგენს ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრების ერთ-ერთ საწინდარს.

 

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ტიპი 2 დიაბეტი და სიმსივნის გაზრდილი რისკი – განსაკუთრებით ქალებში!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights