სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიBBC: შეძლებენ თუ არა რობოტები მოახდინონ რევოლუცია ონკოქირურგიაში?

BBC: შეძლებენ თუ არა რობოტები მოახდინონ რევოლუცია ონკოქირურგიაში?

გლაზგოში ქირურგებმა ჩაატარეს ოპერაცია ონკოპაციენტებზე რობოტის მეშვეობით, რომელსაც მოფერებით როქსის ეძახიან, – წერს BBC-ი.

გინეკოლოგ-ონკოლოგები როქსის ოთხი ხელის მეშვეობით, რომლებზეც ქირურგიული ინსტრუმენტებია მიმაგრებული, ურთულეს ოპერაციებს ასრულებენ.

ქირურგები, რომლებიც ოპერაციების დროს რობოტებს იყენებენ აცხადებენ, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა ჯანდაცვის სფეროში.

შოტლანდიელმა ექიმებმა რობოტების გამოყენება ქირურგიაში 2015 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ეს მიმართულება გამუდმებით ვითარდება. რობოტექნიკა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ონკოლოგიაში, არამედ უროლოგიაში, თორაკალურ ქირურგიაში [გულმკერდის ქირურგია], პანკრეატიტის, ორთოპედიის და სხვა დაავადებების მართვის დროს.

2021 წელს შოტლანდიის მთავრობამ განახორციელა 20 მილიონიანი ინვესტიცია 12 რობოტის შესაძენად, უპირველეს ყოვლისა, ონკოლოგიური ქირურგიის განსავითარებლად. ქირურგების თქმით, ეს მეთოდი აძლევთ მათ საშუალებას უფრო იოლად შეასრულონ რთული ოპერაციები, ხოლო პაციენტებმა უკეთესად და სწრაფად შეძლონ პოსტოპერაციული პერიოდის გავლა.

პაციენტების შეფასებით, ოპერაციამ, რომელიც ქირურგებმა რობოტების საშუალებით ჩაატარეს, მათთვის იმდენად იოლად ჩაიარა, რომ, როდესაც გაიღვიძეს ვერც კი იგრძნეს, რომ მათ ოპერაცია გაუკეთეს. პაციენტების სახლში გაწერა კი მეორე დღესვე მოხერხდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ცუდი სივრცითი ნავიგაცია, შეიძლება, ალცჰაიმერის ადრეული ნიშანი იყოს - კვლევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights