კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიშენი ექიმისაშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

ყოველი წლის იანვარს, მსოფლიო საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან ინიციატივას ტრადიციულად უერთდება საქართველოც.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი ფორმები გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ/HPV). ადამიანთა 80%-ზე მეტი პაპილომავირუსის მატარებელია, ამიტომ აუცილებელია მასთან დაკავშირებული სტიგმის აღმოფხვრა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია შესაძლებელია აპვ ვაქცინით და რეგულარული სკრინინგით.
ქალები არ უნდა იღუპებოდნენ საშვილოსნოს ყელის კიბოთი, ჩვენ შეგვიძლია მისი დამარცხება.

2020 წლის ნოემბერში WHO-ს მიერ დამტკიცებული საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის აღმოფხვრის, გლობალური სტრატეგია სწორედ აპვ ვაქცინაციას, საშვილოსნოს ყელის სკრინინგსა და მის შემდგომ მკურნალობას მოიცავს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს თქმით,  „აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის.“

პრევენციის მიზნით 2019 წლიდან HPV ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში 9-13 წლის გოგოებისთვის, ხოლო 2022 წლის 12 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობა, რაც ერთიორად ზრდის პრევენციის მასშტაბებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე მოუწოდებს საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ და გაამხნევონ გოგოები და ქალები კიბოს პრევენციისა და მკურნალობის გზაზე, რათა მათ ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ცხოვრება შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. კვლევებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 20 35 35.

ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ტელევიზორთან ჯდომის დროს ბავშვი ჰიპნოზშია, ცივი ლურჯი შუქის ჰიპნოზში, ასეთი ჰიპნოზური მდგომარეობა ბავშვს ართმევს სულიერ სიმდიდრეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights