სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპიკს თვის ბოლოსთვის ელოდებიან - „გრიპის ვირუსი აბსოლუტურად მართვადი დაავადებაა, თუმცა არის...

პიკს თვის ბოლოსთვის ელოდებიან – „გრიპის ვირუსი აბსოლუტურად მართვადი დაავადებაა, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია“

სეზონური გრიპის შემთხვევები ქვეყანაში ისევ მზარდია. ექიმები პიკს თვის ბოლოსთვის ელოდებიან, თუმცა ვირუსების გავრცელება მოსალოდნელია გვიან გაზაფხულამდე.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან პირადი ჰიგიენა და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ასევე, ვირუსის სიმპტომებისას, დარჩნენ სახლში და ბავშვები არ გაუშვან სკოლებსა თუ ბაღებში. უმთავრეს რეკომენდაციად კვლავ რჩება ვაქცინაცია.

“გრიპის ვირუსი აბსოლუტურად მართვადი დაავადებაა, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა გაწყდეს ინფექციის [გავრცელების] ჯაჭვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რეკომენდაციები საკმაოდ მარტივია – პირადი ჰიგიენა; ხელის ჰიგიენა; ხველის ეტიკეტის დაცვა… სასურველია, ზამთრის სეზონზე მოვერიდოთ დახურულ სივრცეებს, ხალხმრავალ ადგილებს, სადაც ვირუსული ინფექციების გავრცელების უფრო მეტი შანსია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა, ეს არის ჩვეული მდგომარეობა, რაც დამახასიათებელია ზამთრის სეზონისთვის, იგივე – გრიპის სეზონის ვირუსისთვის” , – აცხადებს ეპიდემიოლოგი მაიკო კაშია.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რადიკალური ცვლილებები: შაქრის დონის გაკონტროლზე გაცილებით მეტი – თანამედროვე მიდგომები დიაბეტის მართვაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights