ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
მთავარიშენი ექიმირა უნდა ვიცოდეთ კისრის და თავის ტვინის (ბრაქიოცეფალური) სისხლძარღვებზე

რა უნდა ვიცოდეთ კისრის და თავის ტვინის (ბრაქიოცეფალური) სისხლძარღვებზე

რა უნდა ვიცოდეთ კისრის და თავის ტვინის (ბრაქიოცეფალური) სისხლძარღვებზე.

ვივამედის რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ წიქორიძე
კისრის და თავის ტვინის ( ბრაქიოცეფალური)სისხლძარღვების ვიზუალიზაცია გვაძლევს მნიშვნელოვან საშუალებას ტვინის დაავადებების გამოკვლევაში. კისრის სისხლძარღვების კომპიუტერული ტომოგრაფიის მეთოდით ვლინდება სისხლძარღვთა კედლის და სანათურის სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილებები: შევიწროება, ანევრიზმა, დეფორმაცია ,თანდაყოლილი ანომალიები და სხ. თანამედროვე მრავალშრიან ტომოგრაფებს სხეულზე მნიშვნელოვნად დაბალი რადიაციული დატვირთვა აქვთ, ამიტომ პროცედურა უსაფრთხოა და იძლევა მაქსიმალურ ინფორმაციას. კისრისა და ტვინის სისხლძარღვებს შორის მჭიდრო კონტაკტის გამო ხშირად ამ ზონების დათვალიერება ერთდროულად ტარდება. რას აჩვენებს კისრის CT ანგიოგრაფია?
მიღებულ CT სურათებზე კარგად ჩანს საძილე აუზის ძირითადი სისხლძარღვები: საერთო საძილე არტერია, ასევე გარეთა და შიდა არტერიების ყველა ნაწილი ,ამავდროულად, კარგად ვიზუალიზირდება ხერხემლის არტერიების ყველა სეგმენტი. გარდა ამისა, განისაზღვრება საუღლე ვენების მდგომარეობა (CT ვენოგრაფია) და პარალელურად ირგვლივ განლაგებული ორგანოების გამოკვლევა. ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ პათოლოგიის შემდეგი ტიპები:
◦ ანევრიზმები;
◦ ათეროსკლეროზული ფოლაქის, თრომბის გამო სტენოზი;
◦ სისხლძარღვების პათოლოგიური დევიაცია;
◦ განვითარების ანომალიები;
◦ ანთებითი, აუტოიმუნური წარმოშობის ვასკულიტი;
◦ ტრავმული დაზიანებები;
◦ სისხლძარღვების კომპრესია მიმდებარე წარმონაქმნების მიერ (სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერტროფია).
ვინაიდან საძილე და ვერტებრობაზილარული აუზის არტერიები უშუალოდ მონაწილეობენ თავის ტვინის სისხლით მომარაგებაში, ათეროსკლეროზის ფონზე ვითარდება ცერებროვასკულური დაავადებები. ეს ხშირი ჩვენებაა კისრის და თავის ტვინის არტერიების კომპიუტერული გამოკვლევისთვის. პათოლოგიის სიმპტომები შეიძლება იყოს განმეორებითი ტკივილი თავის არეში, თავბრუსხვევა, გონების უეცარი დაკარგვა, ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომები (პარეზი, მგრძნობელობის დარღვევა). ზოგჯერ სისხლძარღვთა დაზიანების ნიშნებია შეშუპება კისერზე, რბილი ქსოვილების მგრძნობელობა პალპაციით. ჩვეულებრივ, კისრის სისხლძარღვების ანგიოგრაფია ტარდება არტერიების და ვენების დუპლექსის სკანირების შემდეგ – სისხლის ნაკადის პათოლოგიური ცვლილებით რეკომენდირებულია კომპიუტერული ტომოგრაფია.
თავის ტვინისა და კისრის სისხლძარღვების CT ანგიოგრაფია განსაკუთრებით ნაჩვენებია მწვავე შემთხვევის შემდეგ (ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა). ამ შემთხვევაში ხშირად შესაძლებელია თავის ტვინის დაავადების მიზეზის დადგენა და მისი განმეორების პრევენცია. ზოგჯერ CT ანგიოგრაფიაზე გამოვლენილი ცვლილებების დროს ხდება სისხლძარღვთა ქირურგის ქირურგიული მკურნალობის ჩვენება. ასევე, გამოკვლევა გამოიყენება თრომბოლიზის ეფექტურობის მონიტორინგისთვის – თრომბის „დაშლა“ სპეციალური პრეპარატებით. ასევე რეკომინდირებულია კტ ანგიოგრაფიის გამოკვლევები ჩაუტარდეს პაციენტების რომლებს ოდესმე გაუკეთდა ოპერაცია კისრის ან თავის ტვინის სისხლძარღვებზე, რახან მეთოდი გამოირჩევა სრული მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციით ოპერაციის შემდგომ ზონაში .
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  COVID-19-ის ვირუსი ორგანიზმში წლების შემდეგაც – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები!
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights