სამშაბათი, მარტი 25, 2025
მთავარიშენი ექიმივივამედის რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ წიქორიძე - რა...

ვივამედის რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ წიქორიძე – რა არის აორტის ანევრიზმა და რამდენი სახისაა იგი?

ვივამედის რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ წიქორიძე გვესაუბრება თემაზე:

რა არის აორტის ანევრიზმა და რამდენი სახისაა იგი?
აორტის ანევრიზმა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც 65 წელს გადაცილებულ ყოველ მეოცე ადამიანში ვლინდება.განშრევებული ან გახეთქილი ანევრიზმა ადამიანისთვის სამწუხაროდ ხშირად ფატალურია. არსებობს აორტის დაზიანებული უბნის ხელოვნური სისხლძარღვთა პროტეზით ჩანაცვლება და საშიში გართულების თავიდან აცილება.
რა არის აორტა?
აორტა არის ყველაზე დიდი და მთავარი არტერია ადამიანის სხეულში. სისხლი აორტაში შედის გულიდან, შემდეგ, მრავალი არტერიული ტოტების მეშვეობით, ადამიანის ყველა ორგანოში. აორტა მიედინება გულიდან ზევით, ქმნის რკალს, შემდეგ ეშვება ქვემოთ, გადის გულმკერდის ღრუში (გულმკერდის აორტა) და მუცელში (მუცლის აორტა).თუ ანევრიზმის დიამეტრი 5 სმ-ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში,100 პაციენტიდან 25 პაციენტს ემუქრება ანევრიზმის გახეთქვა 8-9 წლის განმავლობაში. ამის რისკი იზრდება ანევრიზმის ზომასთან ერთად.
მცირე ანევრიზმის შემთხვევაში შესაძლოა ამ მომენტში ოპერაცია არ დაჭირდეს მაგრამ აუცილებელია პაციენტმა ყოველ 6 თვეში ერთხელ გაიაროს სხივური დიაგნოსტიკური გამოკვლევა. სიმპტომები :უმეტეს შემთხვევაში აორტის ანევრიზმული გაფართოვება შეიძლება ვითარდებოდეს რამდენიმე წელი, სანამ დაავადების რაიმე ნიშნები (სიმპტომები) გამოჩნდება. ანევრიზმის გამოვლინებები დამოკიდებულია აორტის რომელ მონაკვეთზეა დაზიანებული.
მუცლის აორტის ანევრიზმის სიმპტომები მოიცავს:
◦ პულსაციის შეგრძნებას მუცელში
◦ ყრუ მუცლის ტკივილს
◦ ზურგის ტკივილს
გულმკერდის აორტის ანევრიზმის სიმპტომები:
ტიპიური სიმპტომები მოიცავს ტკივილს (ჩვეულებრივ მაღალი ზურგის არეში), ხველას და ხიხინს. იშვიათ შემთხვევებში პაციენტს უვითარდება სისხლიანი ხველა სასუნთქ მილზე (ტრაქეაზე) ან ახლომდებარე სასუნთქ გზებზე ზეწოლის ან ეროზიის გამო.
აორტის CT-ის ძირითადი ჩვენებაა აორტის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებები, როგორიცაა:
◦ აორტის ანევრიზმა
◦ აორტის დისექცია
◦ ინტრამურალური ჰემატომა
◦ აორტის კოარქტაცია ან განვითარების
სხვა ანომალიები
◦ აორტის განშრევება
◦ აორტის ანთებითი დაავადებები
◦ აორტაზე სხვადასხვა
რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომ მდგომარეობა ჩვენს განყოფილებაში შესაძლებელია როგორც ცალკე გულმკერდის აორტის და მისი ტოტების , ისევე მთლიანი აორტის დიაგნოსტიკური გამოკვლევის ჩატარება.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights