ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

0
323
ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა - შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს
#post_seo_title

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა

ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით ვიზუალით, ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ა.შ. ერთმანეთისგან განსხვავებულია ის შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს. სწორედ ამ უსიამოვნო სიმპტომებისადმი შიში, ხშირად  სიგარეტზე უარის თქმის დამაბრკოლებელი ფაქტორი ხდება მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტზე თავის დანებების შემთხვევაში სარგებელი საგრძნობლად შესამჩნევია (მწეველებში, რომლებმაც თავი დაანებეს მოწევას, 24 საათში მცირდება გულის შეტევის განვითარების რისკი; 48 საათში  ნერვული დაბოლოებები იწყებენ აღდგენას – უმჯობესდება ყნოსვითი და საგემოვნო მგრძნობელობა; 1-9 თვეში ქრება მოწევასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ქრონიკული დაღლილობა, ქოშინი; რაც შეეხება ინფარქტისა და ფილტვების კიბოს განვითარების ალბათობას, 5 წელიწადში 50%-ით მცირდება და 10 წელიწადში კი უახლოვდება არამწეველებში იგივე დაავადებების განვითარების)[i] [ii].

სიგარეტზე თავის დანებებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი არცთუისე იშვიათი სიმპტომი ღრძილებიდან სისხლდენაა, რაც დამეთანხმებით, არაა სასიამოვნო. თუმცა,  ღირს გავიგოთ მისი მიზეზი. კვლევებით აღმოჩნდა, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს  – ირღვევა ამ უბნების მიკროცირკულაცია (სისხლის მიდინება) და კვება, სქელდება ღრძილების ქსოვილი, საგრძნობლად მატულობს კბილების დაკარგვის რისკი არამწეველებთან შედარებით. სიგარეტზე უარის თქმის   პირველივე დღეებში ღრძილების და კბილების მიკროცირკულაცია ნელ-ნელა უბრუნდება ნორმას – იმატებს სისხლის ნაკადის მიდინება ამ ქსოვილებში. შესაბამისად, ეს უბნები მცირე ტრავმვაზეც კი (მაგ, კბილების უხეში ჯაგრისით  გამოხეხვა), ადვილად სისხლმდენი ხდება. სისხლდენა მნიშვნელოვნად მაღალია პირველი სამი დღის განმავლობაში და დაახლოებით 2 კვირაში (ეს ის პერიოდია, როცა მწეველის ღრძილები არამწეველის ღრძილების მდგომარეობას უბრუნდება) ნორმას უბრუნდება, ხოლო კბილების დაკარგვის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა ზოგჯერ, ისევ და ისევ ნიკოტინის და თამბაქოს მავნე ზემოქმედების გახანგრძლივებული ეფექტისა და ადამიანების ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე,  შესაძლოა სისხლდენა გახანგრძლივდეს – ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.  [iii]

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო


  ობის და სინესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს...

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ