პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
მთავარისამინისტრომხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი...

მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. მინისტრის განცხადებით, სექტორი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, სამინისტრო კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და უახლოეს პერიოდში, სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო ცვლილებებს შეიმუშავებს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი და დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights