შაბათი, მაისი 10, 2025
მთავარიშენი ექიმი2024 წლის მთავარი სამედიცინო მიღწევები - „ტიტანის გული და ღორის თირკმელი“

2024 წლის მთავარი სამედიცინო მიღწევები – „ტიტანის გული და ღორის თირკმელი“

ისტორიაში პირველად, ადამიანს ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური გული გადაუნერგეს.

ყოველწლიურად გულის დონორის ლოდინში ბევრი ადამიანი კვდება. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ მეცნიერები. 58 წლის კაცი შეერთებულ შტატებში მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელსაც მწყობრიდან გამოსული გული დროებითი, ტიტანის სისხლის ტუმბოთი შეუცვალეს.

ტიტანისგან დამზადებული ეს მოწყობილობა ხელოვნური გულია და რეალური გულის მსგავსად არ სცემს. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ სატუმბი დიაფრაგმების (პარკუჭი) გარეშეც კი, მოწყობილობა საკმარისად მძლავრია, რათა ადამიანმა მისი გამოყენებით ვარჯიშიც შეძლოს.

გულმა 8 დღის განმავლობაში მშვენივრად იფუნქციონირა, იქამდე, სანამ რეალური გულის დონორი გამოჩნდა. შესაბამისად, ასეთი ხელოვნური გული იდეალური გამოსავალია, რათა პაციენტებმა ძვირფასი დრო მოიგონ.

გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი 

ორგანოების გადანერგვის მხრივ მნიშვნელოვანი იყო ოპერაცია, რომელიც აშშ-ში გაზაფხულში ჩატარდა. ქირურგებმა ქალს გულის მექანიკური ტუმბოა ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. ეს ცოცხალი პაციენტის სხეულში ცხოველის ამ ორგანოს ტრანსპლანტაციის მეორე შემთხვევაა, ქალისაში კი — პირველი.

პირველ ეტაპზე მის ორგანიზმში მარცხენა პარკუჭოვანი დამხმარე მოწყობილობა ჩანერგეს, რომელიც გულში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას უწყობს ხელს. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ღორის გენმოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაცია განხორციელდა. ამგვარი კომბინირებული პროცედურა აქამდე არ ჩატარებულა.

მეცნიერების თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ადგილზე მსჯავრდადებულებს სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები გაეწიათ, როგორიცაა სკრინინგი და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights