პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმირესპირატორული ინფექციების გავრცელება ჩინეთში

რესპირატორული ინფექციების გავრცელება ჩინეთში

ჩინეთში სეზონური გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების (RSV, HMPV, COVID-19) შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა. რესპირატორული ვირუსების შემთხვევების ზრდა ზამთრის სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობა მოდის სეზონურ გრიპზე.

 HMPV – ადამიანის მეტაპნევმოვირუსი არ არის ახალი ვირუსი, იგი პირველად 2001 წელს დაფიქსირდა. HMPV ძირითადად ცირკულირებს ზამთარსა და გაზაფხულზე და ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები.
 HMPV-ის და სხვა ვირუსული დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად:
– დარჩით სახლში, თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ
– ატარეთ პირბადე ხალხმრავლობაში
– ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით ან დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით.
– პერიოდულად გაანიავეთ სივრცე, სადაც იმყოფებით
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  აღმოჩენა, რომელიც ბაღლინჯოების წინააღმდეგ ბრძოლას ამარტივებს: საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights