ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმიკლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით - 131 პაციენტი

კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 131 პაციენტი

ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მიმდინარე ზაფხულს ისტორიაში სამი ყველაზე ხანმოკლე დღე დაფიქსირდება, დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - რას ამბობენ მეცნიერები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights