სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროთენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო...

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის მედპერსონალსა და თანამშრომლებს, აღნიშნული წარმატება მიულოცა. მინისტრმა ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება.

ინფექციურმა საავადმყოფომ, სამედიცინო პროცესების და პაციენტების უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის, KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო.

გერმანულმა აუდიტორებმა, ცენტრში ჩატარებული აუდიტის შედეგად, მაღალი შეფასება მისცეს მაღალტექნოლოგიური აპარატურის და აღჭურვილობის მქონე თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ჰოსპიტლის მენეჯმენტს, პაციენტების და თანამშრომლების უსაფრთხოებას, კლინიკური რისკების და ხარისხის კონტროლის მართვას, ინფორმირებულობას და კომუნიკაციას, აგრეთვე – ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ჯანმო, NIH, აშშ CDC და სხვ.) მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას, ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების განხორციელებას, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ჯანდაცვით პროგრამებში აქტიურ მონაწილეობას და სხვა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  125 000-235 000 ლარის ფარგლებში, დაფინანსდება გულის, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights