ენდოკრინული დაავადებები
თანამედროვე მედიცინის წარმატებების მიუხედავად ენდოკრინული დაავადებების პრობლემა მსოფლიოში დღესდღეობით მეტად აქტუალურია. ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის წამყვანი ადგილი შაქრიან დიაბეტსა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ასევე სიმსუქნეს, მეტაბოლურ სინდრომს, ოსტეოპოროზს, ოსტეოპენიას, D-ვიტამინის ჰიპოვიტამინოზს, ერექციულ დისფუნქციას და სხვებს უკავია.
ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს. ამასთან, ქალებში ენდოკრინული დაავადებები ძირითადად 35-39 წლის ასაკში ვითარდება და ყველაზე ნაკლებად 20 წლამდე ასაკში გვხვდება, ხოლო მამაკაცებში ენდოკრინული პათოლოგიები ხშირია 45-49 წლის ასაკში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს მეორე ადგილი უჭირავს შაქრიანი დიაბეტის შემდეგ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ზრდა გარკვეულწილად ასაკის მომატებასთანაა
დაკავშირებული, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება მსოფლიო მოსახლეობის 2%-ში გვხვდება, ხოლო 60 წლის ზემოთ ასაკში მოსახლეობის – 8%-ში.
ევროპის რეგიონში თირეოიდული პათოლოგიები 18 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების 0,6%-ში და ქალების 2,4%-ში ვლინდება (ჰოლანდია). ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი
წარმონაქმნების დიაგნოზი თანამედროვე მეთოდებით მოზრდილი მოსახლეობის 30%-ში
დგინდება, ჩიყვი კი იოდდეფიციტური რეგიონის მცხოვრებ მოსახლეობის 10-30-%-ში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ზრდას, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოვლენის მიზნით კვლევის მეთოდებისადმი ხელმისაწვდომობაა თირეოიდული პათოლოგიის არასიმპტომური მიმდინარეობის დროსაც.
ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიმართ ინტერესის ზრდა და ყურადღების გამახვილება რადიაციული ფონის მომატების გამო.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს
იოდდეფიციტი წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ორ
მილიარდამდე ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 30%) ცხოვრობს იმ რეგიონებში, სადაც იოდის არასაკმარის მოხმარებას აქვს ადგილი და შესაბამისად გააჩნიათ იოდდეფიციტური დაავადების განვითარების რისკი.
ენდოკრინული დაავადებები-2016