ენდოკრინული დაავადებებით ავადობის თავისებურებები

0
63
ენდოკრინული დაავადებებით ავადობის თავისებურებები
#post_seo_title

ენდოკრინული დაავადებებით ავადობის თავისებურებები.

ენდოკრინული დაავადებები დაავადებათა ჯგუფია გამოწვეული ერთი ან რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით.

მათ საფუძვლად უდევთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჰიპერფუნქცია, ჰიპოფუნქცია ან დისფუნქცია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია აღინიშნება. სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7-8%. ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის ზოგადად წამყვანია შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, D-ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი, ერექციული დისფუნქცია და ა.შ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის მეორე ადგილი უჭირავს შაქრიანი დიაბეტის შემდეგ. ბოლო წლებში მსოფლიოში ზოგადად აღინიშნება თირეოპათიის ზრდა, ჯამური მაჩვენებელი ჩიყვის არაენდემურ ზონაში 20%-ს აღწევს, ხოლო ენდემური ჩიყვის გავრცელების ტერიოტორიაზე, სადაც ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის მესამედი, ეს მაჩვენებელი თითქმის 50%-მდეა.
ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოში 665 მლნ ადამიანზე მეტს აღენიშნება ენდემური ჩიყვისა და სხვა თირეოიდული პათოლოგიები. დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რაოდენობის ზრდა ყოველწლიურად 5%-ს შეადგენს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში ფარისებრი ჯირკვლის ახლად გამოვლენილი დაავადებების რაოდენობების აბსოლუტური ზრდა შეადგენს 51.8%-ს ქალებში, ხოლო მამაკაცებში 16.7%-ს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სწრაფი ზრდის მრავალ ეტიოლოგიურ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია არახელსაყრელი ეკოლოგიური სიტუაცია – ავარიები ატომურ სადგურებზე (ჩერნობილი (უკრაინა), ფუკუსიმა (იაპონია)), რომლებმაც გამოიწვია მრავალმილიონიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება, ტერიტორიების დაბინძურება რადიაქტიული იზოტოპებით, ორგანიზმის იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითება, მოსახლეობის კვების სტრუქტურის გაუარესება, სტრესული სიტუაციების ზრდა, სხვადასხვა მიკროელემენტის (სელენი, თუთია და სხვ.) დისბალანსი.

ენდოკრინული დაავადებები-2017

ენდოკრინული დაავადებებით ავადობის თავისებურებები | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ