საექთნო და კოლაბორაციული მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

0
57
პროფესიონალური საექთნო პრაქტიკა - სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

პარაფრაფი 1
საექთნო საქმის კონცეფცია

პროფესიონალური საექთნო პრაქტიკა

საექთნო და კოლაბორაციული მართვა
ნაწოლები
1859 წელს ფლორენს ნაითინგეილმა დაწერა „თუ მას ნაწოლი აქვს, ეს ძირითადად
საექთნო საქმის ბრალია და არა დაავადების.“ მისი გამონათქვამი გამოკვეთს ექთნის
როლის მნიშვნელობას ნაწოლების პრევენციასა და მკურნალობაში.
საექთნო და კოლაბორაციული მართვა ერთადაა განხილული, რადგან შესაბამისი
მოქმედებები ურთიერთდაკავშირებულია. ექთანთან ერთად ნაწოლების განვითარების
პრევენციასა და კომპლექსურ მკურნალობაში დიდი წვლილი შეუძლიათ შეიტანონ სამედიცინო გუნდის სხვა წარმომადგენლებმაც, მაგალითად, პლასტიკურმა ქირურგმა, დიეტოლოგმა, ფიზიკურმა თერაპევტმა და ოკუპაციურმა თერაპევტმა.
საექთნო შეფასება
პაციენტის შემოყვანისას შეაფასეთ ნაწოლების განვითარების რისკი. შემდგომ, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად, რეგულარული ინტერვალით ამოწმეთ რისკი.

გაფრთხილება!
z მწვავე მოვლისას, შეაფასეთ, ჩნდება თუ არა ნაწოლები ყოველ 24 საათში;
z ხანგრძლივი მოვლისას, ყოველკვირეულად შეაფასეთ პაციენტები მოთავსებიდან პირველი 4 კვირის მანძილზედა შემდგომ მინიმუმ ყოველთვიურად ან ყოველ კვარტალში;
z ბინის პირობებში მოვლისას, შეაფასეთ პაციენტები თითოეული საექთნო ვიზიტის
დროს;
რისკის შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოთ შეფასების ვალიდური მეთოდით(იხ.
ცხრილი 10.17). რისკის დონის ცოდნა დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, რამდენად ინტენსიური უნდა იყოს პრევენციული ღონისძიებები.

351-760

საექთნო და კოლაბორაციული მართვა - სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ