ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
პარაფრაფი 1
საექთნო საქმის კონცეფცია
პროფესიონალური საექთნო პრაქტიკა
ამ თავში თქვენ შეისწავლით:
1. საექთნო პრაქტიკის აღწერას სფეროების, განმარტებებისა და საექთნო მოვლის
მიმღების კუთხით;
2. პროფესიონალი ექთნების პრაქტიკის სხვადასხვა სფეროების შედარებას;
3. პროფესიონალურ საექთნო პრაქტიკაზე მუდმივ განვითარებადი ტექნოლოგიისა
და ცოდნის, პოპულაციების ცვალებადობის, კონსუმერიზმის1 და ჯანდაცვის ახალი სისტემების ეფექტის ანალიზს;
4. პაციენტზე ორიენტირებული მოვლისთვის კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების როლისა და საექთნო პროცესის გამოყენების აღწერას;
5. აღწერას იმისა, თუ როგორ შეიძლება საექთნო დიაგნოზების, პაციენტის შედეგებისა და საექთნო ინტერვენციების სტანდარტიზებული ტერმინოლოგიის გამოყენება და დაკავშირება;
6. საექთნო პრაქტიკაში ინფორმატიკისა და ტექნოლოგიის როლის შეფასებას;
7. მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცნებების მისადაგებას საექთნო პრაქტიკისთვის;
8. საექთნო პრაქტიკაში უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესების პროცესების
გაერთიანების მნიშვნელობის განხილვას;
9. ექთნისა და ექთნის დამხმარის როლის განსაზღვრას;