საექთნო საქმის საფუძვლები – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

0
164
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

საექთნო საქმის საფუძვლები

მოვლა

ამ თავის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
1. მოვლის მნიშვნელობაზე მსჯელობას;
2. საექთნო თეორიების გაცნობას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საექთნო
მოვლაზე;
3. საექთნო პრაქტიკაში სხვადასხვა სახის ცოდნის მნიშვნელობის გაანალიზებას;
4. საექთნო მოვლის დემონსტრირების აღწერას;
5. თვითმოვლის მნიშვნელობის შეფასებას პროფესიონალი ექთნისთვის;
6. რეფლექსური პრაქტიკის ღირებულების განსაზღვრა;

პროფესიული მოვლა
მოვლის პრაქტიკა მოიცავს პაციენტსა და ექთნის მჭიდრო ურთიერთობებს, ორმხრივ აღიარებას, პროცესში ჩართულობას. მოვლის მაგალითები, რომელიც წარმოშობილია საექთნო მოვლის სიტუაციების დროს, შემდეგია:
-პაციენტი განიცდის ოპერაციის შემდგომ ტკივილს. მას მისცეს მედიკამენტი ამ
სიმპტომების აღმოსაფხვრელად, შემდეგ ექთანი მშვიდად ესაუბრება და იჭერს
მის ხელს, სანამ ტკივილი არ გაუვლის. ექთნის გვერდით ყოფნა, თავის მხრივ,
კომფორტს უქმნის პაციენტს;
-მას შემდეგ, რაც სტუდენტი ექთანი პაციენტს ბანს თმას და უკეთებს მაკიაჟს
მოხუც ქალს, რომელსაც შეზღუდული აქვს გარკვეული უნარები, ეხმარება ასევე
სავარძელში მყოფს მიესალმოს თავის ქალიშვილს და შვილიშვილებს, ქალს
უჩნდება უდიდესი მადლიერების გრძნობა და ღირსების შეგრძნებაც.

202306075917-242საექთნო-საქმის-საფუძვლები-ii-ტომი-1-salome

საექთნო საქმის საფუძვლები - სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის | შენი ექიმი

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ