აივ/შიდსის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენების კონსოლიდირებული გაიდლაინი

0
337
აივ/შიდსის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენების კონსოლიდირებული გაიდლაინი
#post_seo_title

აივ/შიდსის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენების კონსოლიდირებული გაიდლაინი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) იწვევს ქრონიკულ ინფექციას, რომლის სრული განკურნება დღესდღეობით შეუძლებელია, შესაბამისად, აივ ინფიცირებული ადამიანები საჭიროებენ სამედიცინო მეთვალყურეობას მთელი სიცოცხლის მანძილზე.

აივ ინფიცირებულთა მკურნალობისა და ზრუნვის ძირითადი კომპონენტია
ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის უზრუნველყოფა. ოპტიმალური არვ მკურნალობა ზრდის აივ ინფიცირებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხს, ასევე, ამცირებს ვირუსის შემდგომ გადაცემას. აღსანიშნავია, რომ არვ მკურნალობა ეფექტურად გამოიყენება ინფექციის პირველადი პროფილაქტიკისას, მაგალითად, დედიდან ბავშვზე აივ გადაცემის ეფექტური პრევენციის კუთხით. შესაბამისად, არვ მედიკამენტების გამოყენების ძირითადი მიზნებია:
 კლინიკური: აივ ინფიცირებული პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და
ჯანმრთელობის შენარჩუნება;
 იმუნოლოგიური: აივ ინფიცირებული პირების იმუნური ფუნქციების დაცვა და
გაუმჯობესება (საჭიროების მიხედვით), ოპორტუნისტული ინფექციების პრევენციისა
და შიდსთან ასოცირებული სიმსივნეების განვითარების რისკის შემცირების მიზნით;
 ეპიდემიოლოგიური: აივ ინფექციის გადაცემის რისკის შემცირება არვ მედიკამენტების
გამოყენების გზით როგორც აივ დადებით, ისე აივ უარყოფით პირებში.

აივ/შიდსის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენების კონსოლიდირებული გაიდლაინი | sheniekimi.ge | შენი ექიმი

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ