სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირა უნდა გააკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად - 12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

რა უნდა გააკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად – 12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად – ექიმი ზაზა თელია ვიტამინებისა და მულტივიტამინების შესახებ

ექიმი ზაზა თელია ვიტამინებისა და მულტივიტამინების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და ,,დაამარცხოს” გაციება და სხვა რიგი ინფექციები. ექიმი მკითხველს 12 რჩევას აძლევს იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:

საზოგადოებაში სამწუხაროდ გავრცელებულია მითი იმის თაობაზე, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს (Boost Immune System).

ასევე სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ვიტამინების მიღების აგიტაციას ახდენენ ექიმები, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

იმუნური სისტემის ,,გასაძლიერებლად” ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინების მიღება დანამატის სახით რაიმე სახის სარგებელს აძლევს ადამიანს არ არსებობს და მეტიც, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის ორგანიზმში რომელიმე კონკრეტული მიკროელემენტის ნაკლებობა, მისი დანამატის სახით მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად შესაძლოა სახიფათო იყოს იმის გამო რომ ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინის ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატება) ადამიანს დაემართოს ტოქსიკოზი ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები.

ასევე მულტივიტამინების მიღებით არ ხდება ორგანიზმის დაცვა ვირუსებისგან ან სხვა ინფექციებისგან.იმისათვის რომ იმუნურმა სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და იყოს ძლიერი საჭიროა:

1. ჯანსაღი კვების რუტინა, წყლის მიღება;
2. ფიზიკური აქტივობა, რეგულარული ვარჯიში;
3. მოწესრიგებული ძილი, მინიმუმ 6 საათი;
4. თამბაქოს ელიმინაცია, მეორე და მესამე ხელით მოწევისგან თავის არიდება;
5. ჭარბი ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა;
6. პირადი ჰიგიენა;
7. წონის კლება, კუნთის ჰიპერტროფია
8. მედიკამენტების მიღების შეზღუდვა

როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და ,,დაამარცხოს” გაციება და სხვა რიგი ინფექციები.

12 რჩევა იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:

1. ჭამე ხილი და ბოსტნეული – სხვადასხვა ფერები; 2. თავი დაანებე მოწევას; 3. დაკავდი სექსით ხშირად; 4. იყავი პოზიტიურად განწყობილი; 5. ხშირად დაიბანე ხელები და სახე; 6. ივარჯიშე სისტემატურად, ხშირად; 7. ჩამოაყალიბე შენი სოციალური ქსელი; 8. გაიცინე ხშირად; 9. შეზღუდე ჭარბი ალკოჰოლის მიღება; 10. გქონდეს კარგი ძილი – მინიმუმ 6 საათი; 11. სკეპტიკურად იყავი განწყობილი მცენარეული და საკვები დანამატების მიმართ, მათი მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად სახიფათოა; 12. კარგია შინაურ ცხოველებთან კონტაქტი – აუცილებელია ისინი იყვნენ აცრილები სხვადასხვა ინფექციების მიმართ,” – აღნიშნავს ზაზა თელია.

  „შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა...“ - ივანე ჩხაიძის საგანგაშო განცხადება
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights